კალათბურთი

სხვადასხვა

U20. საქართველოს ნაკრებმა სომხეთს "მხოლოდ" 52 ქულით სძლია

AutoSharing Option
13 ივლისს, პორტუგალიაში, 20-წლამდელთა გუნდების ევროპირველობაზე , B დივიზიონში საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა.

ჰოლანდიელთა ძლევის (85:73) შემდეგ ჩვენმა გუნდმა სომხეთს 98:46 მოუგო.

14 ქულა ნიკა მეცხვარიშვილმა ჩააგდო, 12 ვახტანგ გაფრინდაშვილმა, 11-11 ლუკა მაზიაშვილმა და ზურაბ ჟღენტმა, ხოლო 10 ვანო მეგენეიშვილმა.

პირველ ტურში სომხეთის ნაკრები შვედეთთან 26:149 დამარცხდა.

ჩვენი გუნდი 14 ივლისს შვედეთს, 16 ივლისს კოსოვოს, ხოლო 17 ივლისს ესტონეთს შეხვდება.

საქართველოსა და შვედეთის მატჩი თბილისის დროით 21:15 საათზე დაიწყება. ცნობისათვის - შვედეთი მეორე ტურში ესტონეთთან 56:59 დამარცხდა.

B
დივიზიონიდან A დივიზიონში 3 საუკეთესო გუნდი გადადის.