კალათბურთი

სხვადასხვა

ბითაძის კონკურენტი აშშ-ის ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
აშშ-ის ნაკრებმა 2019 წლის კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის 17 პრეტენდენტი დაასახელა და მათ შორის ერთ-ერთი გოგა ბითაძის თანაგუნდელი და კონკურენტი მაილს ტერნერი არის.

ამერიკის გუნდი რამდენიმე დღის განმავლობაში ატარებდა ვარჯიშებს ლას ვეგასში და ნაკრების თავკაცები ბოლოს 17 კალათბურთელზე შეჯერდნენ. ამ კალათბურთელიდან 13 აშშ-ის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრია, ხოლო 4 სარეზერვო გუნდიდან მიიწვიეს.

მაილს ტერნერის გარდა ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში შემდეგი კალათბურთელები მოხვდნენ:

ჰარისონ ბარნსი, მერვინ ბეგლი, ჯეილინ ბრაუნი, დეარონ ფოქსი, ჯო ჰარისი, კაილ კუზმა, ბრუკ ლოპესი, კაილი
ლოური, კრის მიდლტონი, დონოვან მიჩელი, მეისონ პლამპლი, მარკუს სმარტი, ჯეისონ ტატუმი, პი ჯეი თეიკერი, კემბა უოკერი და დერეკ უაითი.

აშშ-ის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას 13-15 აგვისტოს ლოს ანჟელესში გააგრძელებს.


მომზადებულია usab.com-ის მიხედვით