70 წლის გრეგ პოპოვიჩმა ვარჯიშზე მოხდენილად ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამერიკის შეერთებული შტატების საკალათბურთო ნაკრების მწვრთნელმა, 70 წლის გრეგ პოპოვიჩმა ვარჯიშის დროს მშვენიერი საკალათბურთო უნარ-ჩვევები გამოავლინა და მოხდენილად მოათავსა ბურთი კალათში.

პოპოვიჩის ეს მოქმედება საკუთარი მობილურით ნაკრების მცველმა დონოვან მიჩელმა გადაიღო და შემდეგ სოციალურ ქსელში ატვირთა. ვიდეო გავრცელდა და საკმაოდ პოპულარულიც გახდა.

აშშ-ის ნაკრები კი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. მსოფლიო ჩემპიონატი კი ჩინეთში, 31 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული