ზაზა ფაჩულიას მეუღლე: დიდხანს ვიკავებდი თავს ამის დაწერისგან

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას მეუღლემ, თიკა ალავიძემ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში განცხადება გააკეთა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მიმართა.

"ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს დამეწერა თუ არა, მაგრამ ამის არ დაწერა მომავალი თაობების წინაშე დანაშაულია და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ვწერ.

როგორ უნდა უთხრათ ახალგაზრდებს ჩამოვიდნენ ნაკრებში გადადონ თავები წლების განმავლობაში ქართული კალათბურთისთვის , როცა მადლობასაც არავინ გადაუხდის კი არა და ინფორმაციის სახითაც არ დაწერენ არაფერს და ისე გაატარებენ, გეგონება ასობით მოთამაშე გყავდეთ NBA ში 16 წელი და ვერ იგებდეთ ვინ მიდის და ვინ მოდის!

უბრალოდ სირცხცილია და მე შემრცხვებოდა თქვეს ადგილას.

შეიძლება თქვენ ამოშალეთ ზაზა , მაგრამ თქვენი პირადი ინტერესები მეათე ხარისხოვანია და მოდი ხალხმა შეაფასოს წლების მერე."

შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულიამ კალათბურთელის კარიერა დაასრულა და "გოლდენ სტეიტ უორიორსში" კონსულტანტად დაიწყო მუშაობა.


მკითხველის კომენტარები / 35 /
მართლა რა უბედურებაა, კაცი ამდენს აკეთებდა საქართველოსთვის არა მარტო პარკეტზე მის გარეთაც. რა დაუნახავებითაა სავსე ყველა სფერო. მადლობა ზაზას!
iuri
08 სექტემბერი 2019 15:09
12
რითი ვერ გაძღა ეს ფაჩულიას ოჯახი? 1 ლარად რომ დაითრია ათეულ მილიონიანი დიდუბის გარემონტებული დარბაზი და ბავშვებს 150 ლარს რო ახდევინებს ეგაა საქმე? ან კიდე დინამო როგორ ჩაიგდო ხელში ეგეც ყველამ კარგად იცის, და ბოლო ევრობასკეტზე რა არ ეძახა ჩვენ გმირ ბიჭებს ეგ ხომ არ დაგავაწყდათ? და თან ისე გაიქცა ნაკრებიდან კაციშვილს არ დაემშვიდობა, ეგაა კაცი ??? მტაცებელია ჩვეულებრივი!!! ფედერაციის არჩევნებში თავისი მარიონეტი ხეცურიანით რომ იღებდა მონაწილეობას და რომ წააგო 100-ით 0 , ზუსტად მაგიტომ გაბოროტდა ეს ოჯახი , წადი რა მიხედე შენ ოჯახს და შენ თავს , გეყო რაც ჩაიჯიბე და ჯერ-ჯერობით შეგრჩა... ყველაფერი წინაა
Devi
08 სექტემბერი 2019 19:25
31
სახვას რას ელი ქოცური ქვყნის ქოცური კალათბურთის ფედერაციისგან? აბა ბერას ბურთი ესროლა ჭორვილის სკოლის კალათბურთის დარბაზში ნახავდი რა ამბავი ატყდებოდა
z
08 სექტემბერი 2019 15:08
72
გაგახსენდა ხომ ის "ბედნიერი" წლები, როდესაც ფანტანი გაიხსნებოდა და ყველა არხზე დღედაღამე ატრიაბედნენ, ერთიდაიგივე სამედიცინო აპარატურას რაიონებში დაატარებდნენ და ახალახალ საავადმყოფოებს ხსნიდნენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. შეგინდოს უფალმა.
alexandre
09 სექტემბერი 2019 10:15
0
ფაჩულიას ცოლს ვინ ეკითხება. დაეტიოს თავის ადგილზე.
არ შეგვჭამეს ამ კლანურობით სპორტის ყველა სახეობაში.
მადლობა ფაჩულიას ბრწყინვალე კარიერისათვის და თუ რამე უნდა საქართველოსთვის კარგი, აგერაა საქართველო და გააკეთოს. ცოლი კიდევ გააჩუმოს. კარგს არავინ არ დაუკარგავს. იმედია სიკეთეს მადლობების მისაღებად არ აკეთებენ ესენი და გულწრფელები არიან. ამბიციები კიდევ დაიოკონ და საქმე ისე აკეთონ. ხალხი ყველაფერს დაინახავს.
მურმანი
08 სექტემბერი 2019 19:43
13
ლუკა, რა გაცილებაზეა ლაპარაკი, 1 კვირაა რაც სპორტული კარიერა დაასრულა. ზაზა! დარწმუნებული ვარ, ამ კომენტარებში ისევ დაინახავ გულშემატკივრების სიყვარულს, მხარდაჭერას. მადლობა ყველაფრისთვის. რამდენი სიამოვნება მოგვანიჭე შენი ხანგრძლივი კარიერის დროს. გაიხარე! წარმატებები.
alexandre
09 სექტემბერი 2019 10:08
2
ვაა, შენ მურმანი ხარ თუ მურმანის ეკალი? ასე მწარედ რატომ იჩხვლიტები? ფაჩულიას მეუღლეს ეთქმის სიტყვა, რადგან ზაზას წარმატებულ კარიერაში მისი დიდი წვლილი არის შეტნილი. თან ეს ქალბატონი ტყუილს ხომ არ ამბობს რამეს? რასაც ამბობს სიმართლეა. ზაზა იმსახურებს მისი ღვაწლის სათანადოდ აღიარებას და შესაფერის გაცილებას სპორტიდან ქართული საკალათბურთო სამყაროს მიერ, მაგრამ სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა.
ლუკა
08 სექტემბერი 2019 22:11
24
ზაზა, ვორიორსი აწყობილი ორგანიზაცია არის, წაიმუშავე მანდ, აიღე კალათბურთის მენეჯმენტის გამოცდილება. მერე იქნებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის არჩევნებისთვის შეამზადო ნიადაგი და გაიმარჯვო. თორემ ქართულ კალათბურთს ეს შუასაუკუნეების მქონე მენტალიტეტის ხალხი ჭაობიდან ვერასდროს ვერ ამოიყვანს. ამერიკაში თუ გადაწყვეტ კარიერის გაგრძელებას, მაგ გადაწყვეტილებასაც ვცემ პატივს, რადგან ამ აგურისთავიან კალათბურთის მამებს კალათბურთის სფერო საკუთარი კერძო ბიზნესი გონიათ და ორივე ხელით ებღაუჭებიან სკამებს. ამერიკაში უდარდელი და სასიამოვნო ცხოვრება გექნება, რასაც ნამდვილად იმსახურებ. მიუხედავად იმისა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებ, გისურვებთ წარმატებას!
ლუკა
08 სექტემბერი 2019 17:06
7
ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლება მგონი ცუდი არ არის, და ეს ამ ფედერაციის დამსახურებაა.
გუგა
08 სექტემბერი 2019 18:38
17
ფაჩულია საკმაოდ პოპულარულია საქართველოში.უფასოდ გადასცეს დიდუბის მანეჟი,ყურებზე არავინ დადგებოდა და ვენებს არავინ გადაიჭრიდა.ყველა მადლობელია და ეს ქართველი ხალხის განწყობაზეც აისახება ფაჩულიას მიმართ! მეტი რა უნდა ქნან? დარწმუნებული ვარ ხვალ,რომ სთქვას პრეზიდენტობ მინდაო ხალხი ხმას მისცემს და რითია უკმაყოფილო მისი მეუღლე? თიკა ძეგლი დავუდგათ ზაზას? ზაზა რამით უკმაყოფილოა და ერიდება შენ გათქმევინებს?
ზურა
08 სექტემბერი 2019 22:09
7
რითი ვერ გაძღა ეს ფაჩულიას ოჯახი? 1 ლარად რომ დაითრია ათეულ მილიონიანი დიდუბის გარემონტებული დარბაზი და ბავშვებს 150 ლარს რო ახდევინებს ეგაა საქმე? ან კიდე დინამო როგორ ჩაიგდო ხელში ეგეც ყველამ კარგად იცის, და ბოლო ევრობასკეტზე რა არ ეძახა ჩვენ გმირ ბიჭებს ეგ ხომ არ დაგავაწყდათ? და თან ისე გაიქცა ნაკრებიდან კაციშვილს არ დაემშვიდობა, ეგაა კაცი ??? მტაცებელია ჩვეულებრივი!!! ფედერაციის არჩევნებში თავისი მარიონეტი ხეცურიანით რომ იღებდა მონაწილეობას და რომ წააგო 100-ით 0 , ზუსტად მაგიტომ გაბოროტდა ეს ოჯახი , წადი რა მიხედე შენ ოჯახს და შენ თავს , გეყო რაც ჩაიჯიბე და ჯერ-ჯერობით შეგრჩა... ყველაფერი წინაა
დევი
08 სექტემბერი 2019 18:47
20
რაქვია ვერ გაძღა? თუ მასე გული შეგტკივოდა გამოგეთქვა სურვილი და შენ აგეღო გაგეკეთებია უკეთესი სკოლა და 200 გამოგერთმია რა პრობლემაარი? იმ დარბაზში არის კატეგორია რომელიც არ იხდის კაპიკს პირიქით სკოლაში რაღაც ნიშანს ქვემოთ თუ იქნება სანამ არ გამოასწორებს არ აძლევენ ვარჯიშის საშუალებას რა ფულზეა ლაპარაკი საერთოდ კაცმა 16 სეზონი NBA ითამაშა წარმოდგენა თუ მაინც გაქვთ რა კაპიტალი დააგროვა... აბანდებს ამ ფულს და არავის არაფერს ავალდებულებდა და ავალდებულებს თუ უკეთესი რამის გაკეთება შეგიძლიათ შეგეძლოთ გააკეთეთ ვინმე გიშლით? ქართველებმა ერთმანეთის ჭამის მეტი არაფერი არ ვიცით... ამიტომ ვერ ვვითარდებით... დარბაზს გარეთ რასაც ქვეყნისთვის აკეთებს და აკეთებდა აღარ დავიწყებ კიდე ...
devis
08 სექტემბერი 2019 19:51
6
რას ჰქვია 200 გადაახდევინე? ერთი თეთრი არ დაუხარჯია ათეულ მილიონიანი დარბაზები ისე გადასცეს და რა დაბანდებაზე საუბრობთ? დაბანდება ცოტა სხვა რამაა!!! ცოლის კალთას ამოფარებული კი ცოტა სასაცილოა!!! რაც შეეხება ფედერაციას გადახედეთ რამდენი რამე გაკეთდა ამ ბოლო დროს, რომლის დაგვირგვინებაც 2021 ევრობასკეტი იყო!!! ზუსტად აქაა ბოღმის თავი დამალული ფაჩულიების ოჯახში , ალბათ აქაც უნდოდათ თავის თავზე მიწერა ამ გამარჯვების , მაგრამ ფეხი ვერ ჩაუვიდათ !!! სიმართლე ესაა !!!
Devi
08 სექტემბერი 2019 23:29
7
ყველა გამოხმაურება
ცხვირს ნუ ჩაყოფ იმაში რაც შენი საქმე არ არის,თორემ შენი ენით ხალხს ზაზასაც შეაძულებ იცოდე.
თბილისი
08 სექტემბერი 2019 15:08
60
თიკო,გოგო,ნუ შეგვაძულებ მაგ კაცს.
status quo
08 სექტემბერი 2019 22:11
8
კაპიტანო დიდი მადლობა რაც შენ ოფლი ღვარე ჩვენი ნაკრებისათვის. შენი წარმატებული კარიერა NBA-ში ჩვენი ქვეყნისთვის საამაყოა. წარმატება სპორტულ კარიერაში და პირად ცხოვრებაში. მე ყოველთვის შენი გულშემატკივარი ვიქნები.
Geo_Dinamo
08 სექტემბერი 2019 19:44
4
ფაჩულიებო, მოიშორეთ განდიდების მანია!
გიორგი
08 სექტემბერი 2019 19:44
27

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული