ზაზა ფაჩულიას მეუღლე: დიდხანს ვიკავებდი თავს ამის დაწერისგან

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას მეუღლემ, თიკა ალავიძემ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში განცხადება გააკეთა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მიმართა.

"ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს დამეწერა თუ არა, მაგრამ ამის არ დაწერა მომავალი თაობების წინაშე დანაშაულია და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ვწერ.

როგორ უნდა უთხრათ ახალგაზრდებს ჩამოვიდნენ ნაკრებში გადადონ თავები წლების განმავლობაში ქართული კალათბურთისთვის , როცა მადლობასაც არავინ გადაუხდის კი არა და ინფორმაციის სახითაც არ დაწერენ არაფერს და ისე გაატარებენ, გეგონება ასობით მოთამაშე გყავდეთ NBA ში 16 წელი და ვერ იგებდეთ ვინ მიდის და ვინ მოდის!

უბრალოდ სირცხცილია და მე შემრცხვებოდა თქვეს ადგილას.

შეიძლება თქვენ ამოშალეთ ზაზა , მაგრამ თქვენი პირადი ინტერესები მეათე ხარისხოვანია და მოდი ხალხმა შეაფასოს წლების მერე."

შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულიამ კალათბურთელის კარიერა დაასრულა და "გოლდენ სტეიტ უორიორსში" კონსულტანტად დაიწყო მუშაობა.


მკითხველის კომენტარები / 35 /
ფედერაციის თავზეც გავიარე, ხალხს ხომ უყვარს, ეგაა მთავარი
დომენტი
08 სექტემბერი 2019 17:25
11
ზაზა, ვორიორსი აწყობილი ორგანიზაცია არის, წაიმუშავე მანდ, აიღე კალათბურთის მენეჯმენტის გამოცდილება. მერე იქნებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის არჩევნებისთვის შეამზადო ნიადაგი და გაიმარჯვო. თორემ ქართულ კალათბურთს ეს შუასაუკუნეების მქონე მენტალიტეტის ხალხი ჭაობიდან ვერასდროს ვერ ამოიყვანს. ამერიკაში თუ გადაწყვეტ კარიერის გაგრძელებას, მაგ გადაწყვეტილებასაც ვცემ პატივს, რადგან ამ აგურისთავიან კალათბურთის მამებს კალათბურთის სფერო საკუთარი კერძო ბიზნესი გონიათ და ორივე ხელით ებღაუჭებიან სკამებს. ამერიკაში უდარდელი და სასიამოვნო ცხოვრება გექნება, რასაც ნამდვილად იმსახურებ. მიუხედავად იმისა თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებ, გისურვებთ წარმატებას!
ლუკა
08 სექტემბერი 2019 17:06
7
ევროპის ჩემპიონატის ჩატარების უფლება მგონი ცუდი არ არის, და ეს ამ ფედერაციის დამსახურებაა.
გუგა
08 სექტემბერი 2019 18:38
17
მართლა რა უბედურებაა, კაცი ამდენს აკეთებდა საქართველოსთვის არა მარტო პარკეტზე მის გარეთაც. რა დაუნახავებითაა სავსე ყველა სფერო. მადლობა ზაზას!
iuri
08 სექტემბერი 2019 15:09
12
რითი ვერ გაძღა ეს ფაჩულიას ოჯახი? 1 ლარად რომ დაითრია ათეულ მილიონიანი დიდუბის გარემონტებული დარბაზი და ბავშვებს 150 ლარს რო ახდევინებს ეგაა საქმე? ან კიდე დინამო როგორ ჩაიგდო ხელში ეგეც ყველამ კარგად იცის, და ბოლო ევრობასკეტზე რა არ ეძახა ჩვენ გმირ ბიჭებს ეგ ხომ არ დაგავაწყდათ? და თან ისე გაიქცა ნაკრებიდან კაციშვილს არ დაემშვიდობა, ეგაა კაცი ??? მტაცებელია ჩვეულებრივი!!! ფედერაციის არჩევნებში თავისი მარიონეტი ხეცურიანით რომ იღებდა მონაწილეობას და რომ წააგო 100-ით 0 , ზუსტად მაგიტომ გაბოროტდა ეს ოჯახი , წადი რა მიხედე შენ ოჯახს და შენ თავს , გეყო რაც ჩაიჯიბე და ჯერ-ჯერობით შეგრჩა... ყველაფერი წინაა
Devi
08 სექტემბერი 2019 19:25
31
სახვას რას ელი ქოცური ქვყნის ქოცური კალათბურთის ფედერაციისგან? აბა ბერას ბურთი ესროლა ჭორვილის სკოლის კალათბურთის დარბაზში ნახავდი რა ამბავი ატყდებოდა
z
08 სექტემბერი 2019 15:08
72
გაგახსენდა ხომ ის "ბედნიერი" წლები, როდესაც ფანტანი გაიხსნებოდა და ყველა არხზე დღედაღამე ატრიაბედნენ, ერთიდაიგივე სამედიცინო აპარატურას რაიონებში დაატარებდნენ და ახალახალ საავადმყოფოებს ხსნიდნენ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში. შეგინდოს უფალმა.
alexandre
09 სექტემბერი 2019 10:15
0
ცხვირს ნუ ჩაყოფ იმაში რაც შენი საქმე არ არის,თორემ შენი ენით ხალხს ზაზასაც შეაძულებ იცოდე.
თბილისი
08 სექტემბერი 2019 15:08
60

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული