ზაზა ფაჩულიას მეუღლე: დიდხანს ვიკავებდი თავს ამის დაწერისგან

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულიას მეუღლემ, თიკა ალავიძემ, სოციალურ ქსელ ფეისბუქში განცხადება გააკეთა და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას მიმართა.

"ძალიან დიდხანს ვიკავებდი თავს დამეწერა თუ არა, მაგრამ ამის არ დაწერა მომავალი თაობების წინაშე დანაშაულია და მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ვწერ.

როგორ უნდა უთხრათ ახალგაზრდებს ჩამოვიდნენ ნაკრებში გადადონ თავები წლების განმავლობაში ქართული კალათბურთისთვის , როცა მადლობასაც არავინ გადაუხდის კი არა და ინფორმაციის სახითაც არ დაწერენ არაფერს და ისე გაატარებენ, გეგონება ასობით მოთამაშე გყავდეთ NBA ში 16 წელი და ვერ იგებდეთ ვინ მიდის და ვინ მოდის!

უბრალოდ სირცხცილია და მე შემრცხვებოდა თქვეს ადგილას.

შეიძლება თქვენ ამოშალეთ ზაზა , მაგრამ თქვენი პირადი ინტერესები მეათე ხარისხოვანია და მოდი ხალხმა შეაფასოს წლების მერე."

შეგახსენებთ, ზაზა ფაჩულიამ კალათბურთელის კარიერა დაასრულა და "გოლდენ სტეიტ უორიორსში" კონსულტანტად დაიწყო მუშაობა.


მკითხველის კომენტარები / 35 /
ზაზას ცოლს დიდი ენა ჰქონია და პატარა ტვინი, ზაზას თუ არა აბა ვის დაუფასეს ამაგი. ნამეტანი დაუნახავი ქალი ყოფილა
NIKA
30 ოქტომბერი 2019 00:26
4
შეოძლება ასი პროცენტით მართალია, მარა ცოლის საქმე არაა ეგ და ცოლის სალაპარაკო სახალხოდ.
ჯეკო
11 სექტემბერი 2019 07:04
11
აუ, ეს ვინ ყოფილა. რა ცოლი, რის დედა და ბებია. ჭრიკიშვილს გადაახტა თავზე ცოლი და ავტორიტეტი დაუგდო თავისი ფეისბუქის კომენტარებით. ზაზასაც იგივე მოსვლია. რაც ფაჩულიას სახელმწიფომ და ფედერაციამ გაუკეთა. მრავალმილიონიანი დარბაზი უფასოდ გდასცეს. მიუხედავად ამისა, ბავშვებს საკმაოდ ძვირად ამზადებს. "სპორტის რაინდი"-ს ორდენი გადაეცა. ზაზას მხარდამჭერ ღონისძიებებს ატარებდნენ "ოლ სტარის" ხმის მიცემაზე და უამრავი სხვა. კაცი 5 დღის წინ წავიდა დიდი კალათბურთიდან. რა გჭირთ, იტყვიან ალბათ რამეს. მით უმეტეს, არც საკლუბო სეზონია, არც ეროვნული ნაკრების შეკრება. მართლა სირცხვილია, მეუღლე რომ ასეთ რამეს წერს!
მიშა
10 სექტემბერი 2019 12:25
8
მთავარია ხალხს უყვარს ზაზა და აფასებს. ფედერეციის პრეზიდენტები მიდიან და მოიდან, ზაზა კი დარჩება ლეგენდად.
დინოძოფი
09 სექტემბერი 2019 09:21
5
გვაცადეთ ცოტა და პრეზიდენტად ავირჩევთ
Rezo
09 სექტემბერი 2019 07:35
4
ძალიან მიყვარს ეს კალათბურთელიმ,მაგრამ აქ მისი დამცველები ვინც აკომენტარებენ გამოხმაურება გამორთული რატომ გაქვთ? ხალხმა ყველაფერი იცის და
ზურა
08 სექტემბერი 2019 23:32
4
ლუკა ზაზას ცოლის ნათესავი ხარ? მურმანის კომენტარი რატომ არ მოგეწონა? ზაზას წარმატებაში ცხონებულ მამამისს მიუძღვის წვლილი და დედამისს,მეუღლე წარმატების შემდეგ შეირთო.
ზურა
08 სექტემბერი 2019 23:25
2
ორი დღეა რაც თამაშს თავი დაანება და ვერ მოაწრეს მადლობის მოხდა. ისე რა ქალების საქმეა ქმრის სამსახურის საქმეებში ჩარევა.განსაკუთრებით დიასახლისებს არ უხდებათ.თან ნაკრებში რომ თამაშობდა სწორედ აქედან გაიკეთა კარიერა და მილიონები იშოვნა/ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს/
გვაცალეთ ბატონო.გვაცალეთ
08 სექტემბერი 2019 22:49
14
ძალიან ვაფასებ ფაჩულიას. კარგი ადამიანია, ჭკვიანი, მებრძოლი, წარმატებული(ღმერთმა ხელი მოუმართოს), პატრიოტი.. მაგრამ შეცდომა დაუშვია ცხოვრებაში და თანაც საბედისწერო.. სხვა ქალი მოუყვანია ცოლად.. გაგაძლებინოს ზაზა ჯიგარო!
გრიშო
08 სექტემბერი 2019 22:15
22
ზაზამ ოლსტარი წესები , რომ შეცვალა ვისი დამსახურებაა ? რათქმაუნდა ქართველი ხალხის და აგრეთვე ფედერაციის .
ზაზამ კარიერის ბოლო წლეები საუკეთესო ფორმაში , საუკეთესო გუნდში გოლდენ სტეიტში გაატარა და საქართველოს ნაკრებში აღარ უთამაშია ... რატომ ? ფედერაციამ უთხრა უარი ?
რა თქმა უნდა ეს , მხოლოდ ზაზას გადაწყვეტილება იყო !
და რატომ ზაზა ? ნუთუ სამშობლოს აღარ სჭირდებოდა შენი დახმარებაა ?
მანამდე ხომ მთელი ქვეყანა და ქართული საზოგადოება გვერდში დაგიდგა ოლ სტარში ხმების მოსაპოვებლად ... ფედერაცია ხომ თავისთავად ...
რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებ ზაზა !!!
ბესო
08 სექტემბერი 2019 22:12
14
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული