ევროპის ახალგაზრდულ ლიგაში შედეგიანად ჩაერთო საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროგრამის მონაწილე გუნდი "საქართველო 2005".
ირაკლი ტომარაძის მიერ გაწვრთნილი 15-წლამდელთა გუნდი ქართული კლუბების მოთამაშებისგან გახლავთ დაკომპლექტებული და მისი მიზანი პერსპექტიული კალათბურთელებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მიცემა და ასაკობრივი ნაკრებებისთვის კადრების მომზადება გახლავთ.
ლატვიის დედაქალაქ რიგაში მიმდინარე ევროპის 15-წლამდელთა ლიგაში "საქართველო 2005"-მა 18 ოქტომბერს 2 შეხვედრა გამართა და ორივეში იმარჯვა. ქართველებმა ორივე შემთხვევაში რუსული კლუბები დაამარცხეს. პირველ მატჩში ჩვენებმა მოსკოვის დინამოს 59:40 სძლიეს, რის შემდეგაც სანკტ პეტერბურგის "ზენიტს" დაუპირისპირდნენ და კვლავ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს
საქართველო 2005 მორიგ შეხვედრებს 19 ოქტომბერს გამართავს: ირაკლი ტომარაძის გუნდი კვლავ რუსულ გუნდებს - პერმის "ოლიმპიეცს" და მოსკოვის ცსკა-ს დაუპირსპირდება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით