ქართული კალათბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელი 55 წლის გახდა

AutoSharing Option
დღეს გია სანაძე იუბილარია. ქართული კალათბურთის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო სნაიპერი 55 წლის გახდა. გია სანაძე თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გახლდათ. იგი ჩვენი პირველი ფორმაციის ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომლის ღირსებასაც დაარსებიდან 1998 წლამდე იცავდა.

გია სანაძე გახლავთ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის წევრი და საკალათბურთო სკოლის - "ჰიუნდაის" დირექტორი. სამივე მისი ვაჟი - დუდა, სანდრო და ნიკა - კალათბურთელია, რომელთაგან დუდა ეროვნული გუნდის სტაჟიანი წევრია, ხოლო სანდრო - კანდიდატი, 12 წლის ნიკა სანაძე კი თავის
ტოლებში ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ კალათბურთელად ითვლება.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ულოცავს გია სანაძეს დაბადების დღეს და წარმატებებს უსურვებს მის საკალათბურთო ოჯახს.


მომზადებულია gbf.ge-ს  მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული