18-20 ოქტომბერს “საქართველო 2005” ევროპის 15-წლამდელთა ლიგაში ასპარეზობდა, დღეიდან კი ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სტარტი აიღო 14-წლამდელთა ტურნირმა. პირველი წრის ფარგლებში “საქართველო 2006” ტალინში 5 მატჩს გამართავს. ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი მატჩი უკვე ჩაატარა. ქართველებმა სანკტ-პეტერბურგის “ცენტრალნაია” 85:28 გაანადგურეს. ჩვენს გუნდში 17 ქულით და 7 მოხსნით ბომბარდირი გახდა ნიკოლოზ აბულაძე. 15 ქულით,
საქართველო 2006 დღეს კიდევ ერთ მატჩს გამართავს. პირველი წრის დარჩენილი მატჩების სრული კალენდარი კი ასე გამოიყურება:
25 ოქტომბერი, 18:00 – ადმირალტეისკაია (რუსეთი) v საქართველო 2006
26 ოქტომბერი, 12:30 – საქართველო 2006 v გლორია (რუსეთი)
26 ოქტომბერი, 18:00 – სპარსი (ლატვია) v საქართველო 2006
27 ოქტომბერი, 12:30 – საქართველო 2006 v ტტუ (ესტონეთი)
“საქართველო 2006” ტალინში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა:
ლუკა კოტლიარევსკი, ნიკოლოზ ფუტურიძე, ბექა მაჭავარიანი, ლუკა ახვლედიანი, გურამ ცხადაძე, ალექსანდრე მგელაძე, ნიკოლოზ აბულაძე, ლუკა ისაკაძე, ლუკა მუჯირიშვილი, გოგიტა ბუკია, ნიკოლოზ ბერძენიშვილი, ლუკა ბარბაქაძე.
მთავარი მწვრთნელი: ირაკლი ჩერქეზიშვილი
აღნიშნულ ასაკში სასელექციო მუშაობას მწვრთნელები გააგრძელებენ და ევროპის ლიგის მომდევნო წრეებში ქართული გუნდის შემადგენლობა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გადახალისდება, რათა უფრო მეტ მოზარდს მიეცეს საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების მაღალ დონეზე წარმოჩნის შესაძლებლობა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით