საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ახალ პროექტს იწყებს

AutoSharing Option
2021 წელს საქართველო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს!

საიდან დაიწყო ქართული კალათბურთი, რა გზა გაიარა დღემდე და როგორ მივიდა ევრობასკეტამდე... კალათბურთის ეროვნული ფედერაცია იწყებს ახალ პროექტს - "ქართული კალათბურთის გზა 2021 წლის ევრობასკეტამდე".

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროექტი გრძელვადიანია, რომელიც დაიწყება 2019 წლის ოქტომბერში და გაგრძელდება 2021 წლის ევრობასკეტამდე. აღნიშნული პროექტის საშუალებით, ევრობასკეტ 2021-ის ფარგლებში ქართულ საზოგადოებას მუდმივად მიეწოდება ინფორმაცია ქართული კალათბურთის ისტორიის, მოთამაშეების და მწვრთნელების შესახებ, რომელთა დამსახურებითაც კალათბურთი გახდა მოწინავე სპორტის სახეობა და მივიდა ევრობასკეტამდე.

ქართული კალათბურთის ისტორია ორ
ნაწილად იყოფა - დამოუკიდებლობამდე და მის შემდეგ. 1991 წლიდან ქართული კალათბურთიც დამოუკიდებლად ჩაება საერთაშორისო საკალათბურთო ასპარეზზე. საქართველოს ეროვნული ნაკრები ნელი, მაგრამ მყარი ნაბიჯებით დაიძრა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ.

იხილეთ ინფორმაცია gbf.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული