საბჭოური "დინამოდან" ეროვნულ ნაკრებში
წინა სამ რუბრიკაში გაგაცანით "ევრობასკეტ 1997"-ის შესარჩევი ეტაპის მონაწილე რვა კალათბურთელი და სამწვრთნელო შტაბი… უფრო სწორად, გაგახსენეთ, რადგან ეს ის შემადგენლობა იყო, საქართველოს ნაკრების ნებისმიერი ქომაგი რომ იცნობს.ამჯერად წარმოგიდგენთ კიდევ სამ მოთამაშეს, რომლებიც ეროვნულ გუნდში დიდი გამოცდილებით მივიდნენ
- ვიდრე საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. გელა დარსაძე, პაატა გურასპაული და გია სანაძე თბილისის "დინამოს" სახელს საბჭოთა კავშირის პირველობაზე იცავდნენ. სსრკ-ის სხვადასხვა ასაკის ნაკრებებშიც თამაშობდნენ, ხოლო დარსაძე პირველი ნაკრების წევრიც გახლდათ.