ქართული კალათბურთის გზა - სანაძე, დარსაძე, გურასპაული

AutoSharing Option
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პროექტი ქართული კალათბურთის გზა "ვერობასკეტ 2021-მდე" გრძელდება და ტრადიციულად, ყოველ ხუთშაბათ დღეს, ჩვენ გიყვებით იმ კალათბურთელების და მწვრთნელების შესახებ, რომლებმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ოფიციალურ მატჩებში იასპარეზეს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სპორტის ამ სახეობის განვითარების საქმეში.

საბჭოური "დინამოდან" ეროვნულ ნაკრებში

წინა სამ რუბრიკაში გაგაცანით "ევრობასკეტ 1997"-ის შესარჩევი ეტაპის მონაწილე რვა კალათბურთელი და სამწვრთნელო შტაბი… უფრო სწორად, გაგახსენეთ, რადგან ეს ის შემადგენლობა იყო, საქართველოს ნაკრების ნებისმიერი ქომაგი რომ იცნობს.

ამჯერად წარმოგიდგენთ კიდევ სამ მოთამაშეს, რომლებიც ეროვნულ გუნდში დიდი გამოცდილებით მივიდნენ
- ვიდრე საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. გელა დარსაძე, პაატა გურასპაული და გია სანაძე თბილისის "დინამოს" სახელს საბჭოთა კავშირის პირველობაზე იცავდნენ. სსრკ-ის სხვადასხვა ასაკის ნაკრებებშიც თამაშობდნენ, ხოლო დარსაძე პირველი ნაკრების წევრიც გახლდათ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გელა დარსაძე მართლაც უმაღლესი კატეგორიის კალათბურთელი იყო,ის ქუთაისელი მწვრთნელის თორთლაძის უკანასკნელი მოწაფე იყო ვინც "დინამოში' ითამაშა.გია სანაძე უზუსტესი მსროლელი იყო და მის გასანეიტრალებად ხშირად ორ კალათბურთელს მიუჩენდნენ ხოლმე.რაც შეეხება გურასპაულს,მისი დონის და პერსპექტივის კალათბურთელი საქართველოში მე პირადად არ მახსენდება.ის საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში საბონისთან ერთად თამაშობდა და კავშირის ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლებოდა.გარდა კარგი სროლისა მას ქონდა თამაშის წაყვანის და სწორი გადაცემების გაკეთების უნარი.სამწუხაროდ ის ერთ-ერთმა ქართველმა მწვრთნელმა აითვალისწუნა და მას სრულიად ახალგაზრდას მოუწია თამაშისთვის თავის დანებება.
0

სიახლეები პოპულარული