ქართული კალათბურთის ისტორია ევრობასკეტამდე - ნაწილი VII

AutoSharing Option
კალათბურთის ფედერაცია განაგრძობს პროექტს - ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-მდე, რომლის ფარგლებში საქართველოს ნაკრების კალათბურთელებს წარმოგიდგენთ.
დღეს მთავარ მწვრთნელ ლევან მოსეშვილს, მსროლელ რამაზ გოგობერიშვილს, გამთამაშებელ არჩილ ჟღენტსა და ფორვარდ ნუგზარ კოკოლიშვილს წარმოგიდგენთ.

ეს სამი კალათბურთელი, მართალია, სხვადასხვა ქალაქში დაიბადა, მაგრამ ერთი ქალაქი მაინც აერთიანებთ - რუსთავის "აზოტის" ღირსებას იცავდნენ.

"ვაშლი კალათში"

ლევან მოსეშვილი

საქართველოს ნაკრებმა თავის ისტორიაში მეორე შესარჩევი ეტაპი 1997 წელს კვიპროსში დაიწყო. საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა, შესარჩევში კი სამი მატჩის შემდეგ მთავარი მწვრთნელი შეიცვალა.

…ბესიკ ლიპარტელიანისგან ესტაფეტა ლევან მოსეშვილმა
გადაიბარა. ახალი მწვრთნელის დანიშვნამ ყოფითი პრობლემები უკან ვერ მოიტოვა:

- ძალიან რთული იყო თითოეული მატჩისთვის მზადება. ფედერაციის მაშინდელ ხელმძღვანელობას შეიძლება სურდა კიდეც, ჩვენთვის პირობები რომ შეექმნა, მაგრამ ამის გაკეთებას ვერ ახერხებდა. არც იმას ვამტკიცებ, რომ შესაბამისი ხელშეწყობის შემთხვევაში ფინალურ ეტაპზე მოხვედრას შევძლებდით. ძალიან ძლიერი მეტოქეები გვყავდა. პირველად ნაკრებს ლატვიაში გავუძეხი. ძალიან რთული შეხვედრა გამოდგა, - იხსენებს ლევან მოსეშვილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული