საინტერესო ამბავი: ევრობასკეტისთვის საქართველოში შესაძლოა ახალი დარბაზი მაინც აშენდეს

AutoSharing Option
2021 წლის ევრობასკეტის სამზადისში, საქართველოში საინტერესო ამბები ხდება. კერძოდ, ჩვენი ინფორმაციით, აქტიურად მიდის იმის განხილვა, რომ ოლიმპიური სასახლე აღარ გადაკეთდეს და ახალი დარბაზი აშენდეს.

შეგახსენებთ, თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მთავრობა ევრობასკეტ 2021-ისთვის ახალი დარბაზის აშენებას აპირებდა, თუმცა 2019 წლის მიწურულს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულისგან ცნობილი გახდა, რომ ევრობასკეტისთვის ახალი დარბაზი არ აშენდებოდა და მის ნაცვლად ოლიმპიური სასახლე გადაკეთდებოდა. მაშინ კალათბურთის ფედერაციამ და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პროექტიც წარმოადგინეს.

თუმცა მალე შეიძლება მთავრობაში მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ახალი
დარბაზი აშენდეს და ნაცვლად დიღმისა, ოლიმპიურ სასახლესთან ახლოს, "მაღლივში" განთავსდეს.

ჯერჯერობით ამ ინფორმაციის შესახებ კომენტარის გაკეთებისგან კალათბურთის ფედერაციასა და მთავრობაში თავს იკავებენ, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მალე გახდება ცნობილი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბიძინას, სახლებს ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე მაინც არავინ (ხალხი) არ ააშენებინებს და ეგ საუკეთესო ადგილია ასეთი კომპლექსის ასაშენებლად ! ! ! გაითვალისწინეთ რომ ეს დარბაზი მულტიფუნქციური იქნება და შესაძლებელი იქნება ამავე დარბაზში: ძიუდოს, ჭიდაობის, ჩონგბურთის, ფიგურული სრიალის, ჰოკეის, ხელბურთის, ფრენბურთის, მხატვრული და სპორტული ტანვარჯიშის და სხვა არა ერთი სპორტის სახეობის მაღალი დონის საერთაშორისო ტურნირის ჩატარება იქნება შესაძლებელი ! ! !
პანტელეიმონი
15 იანვარი 2020 10:32
0
თუ არც ფედერაციაში აკეთებენ კომენტარს და არც - მთავრობაში, აბა ლელა კაკულიას არაფერი უთქვამს თავის წინასწარმეტყველებებში ახალ დარბაზზე და უბრალოდ, არიოლი-რეშკა ააგდეთ?!...
მ. ტ.
11 იანვარი 2020 15:49
0
გერმანია ავიღოთ მაგალითისთვის გამოვიდეს ფედერაციის პრეზიდენტი და გვახაროს ახალი სასახლის აშენება მერე გმოვიდეს მინისტრის მოადგილე და რაის ახალი ძველს გადავაკეთებთო ჰო ჰო ვო კი კი ეგრეა ნაღდათო ფედერაციის პრეზიდენტი დაეთანხმოს (გუშინ რო ახალი უნდა ავაშენოთო ეგ კაცია ისევ ) გადის კიდე ერთი ორი ხანი და მოდი მაინც ავაშენოთო თითქოს 10 ათასიანი დარბაზი კი არა კოტეჯი იყოს ასაშენებელი გვეკაიფებიან კაი ჰო მარა ჩვე რო ვითმენთ ესაა სატირელი
ნოდო
11 იანვარი 2020 12:29
2
ეგრევე გავიფიქრე მაშინ , რომ ფულის პრობლემა არ იყო . პრობლემა როგორც ეტყობა დიღომში ტერიტორიის ვიღაცის ინტერესის არეში ყოფნა იყო . აშენდება ვფიქრობ , მაგრამ არა დიღომში . ოლიმპიურის გადაკეთება დანაშაულია .
ბიჭოო , ბიჭოოო ..
11 იანვარი 2020 01:18
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული