კობი ბრაიანტის სიკვდილთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

AutoSharing Option
ESPN-ის ინფორმაციით, რომელსაც გამოცემა ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენლის (NTSB) სიტყვებზე დაყრდნობით ავრცელებს, ვერტმფრენი, რომელშიც კობი ბრაიანტი და სხვა ადამიანები იმყოფებოდნენ, საფრენი აპარატის 6-9 მეტრის ზევით მდებარე ბორცვს შეეჯახა.

NTSB-დან განაცხადეს, რომ შეჯახებამდე ვერტმფრენი ცდილობდა ღრუბლების ფენიდან გამოსვლას, შემდეგ მარცხნივ მოუხვია და ამის შემდეგ ბორტთან კავშირი დაიკარგა. ამ დროს სატრანსპორტო საშუალება მიწიდან 700 მეტრზე იმყოფებოდა. ვარდნის დაწყებიდან ძირს დაცემამდე დრო, დაახლოებით, 1 წუთს შეადგენდა.

ასევე, NTSB-ში დაადასტურეს, რომ ვერტმფრენს არ გააჩნდა ხმელეთის ობიექტებთან შეჯახებისაგან გამაფრთხილებელი სისტემა; ეგრეთ წოდებული შავი ყუთი,
ანუ საბორტო თვითჩამწერი და არც პილოტის საუბრის ჩამწერი მოწყობილობა. ამ მიზეზების გამო ტრაგედიის მიზეზების გამოძიებას, დაახლოებით, 1 წელი დასჭირდება.

altკობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნა 2017 წლის მულტფილმში იწინასწარმეტყველეს [VIDEO]

altლებრონის რეაქცია კობის სიკვდილზე - ბრაიანტმა ბოლო "ტვიტი" ჯეიმსს მიუძღვნა - 26 იანვრის დაიჯესტი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 5 /
რას ნიშნავს და ბირცვი 706-709 მეტრზეა ზღვის დონიდან შესაბამისად შვეულმფრენი დაფრინავდა 700 მეტრზე და ცუდი ხილვადობის გამო შეეჯახა 6-9მეტრით ზემოთ მდებარე ბორცვის თავს rip kobe
1111
03 თებერვალი 2020 10:51
2
რაღაც ვერ გადათარგმნა ავტორმა,6-9 მეტრიო, ბორცვიო, 700 მეტრი მიწის ზედაპირიდანო....
გიონატ
30 იანვარი 2020 09:59
0
და „საფრენი აპარატის 6-9 მეტრის ზევით მდებარე ბორცვს შეეჯახა“ რას ნიშნავს რო.
თბილისელი
29 იანვარი 2020 22:16
1
ხანდახან რა სისულელეებს წერთ.თუ არ იცი ან სხვას კითხე ან საერთოდ ნუ დაწერ.სირცხვილია რა....
კახა ქ.
29 იანვარი 2020 17:48
1
"ვერტმფრენს არ გააჩნდა ხმელეთის ობიექტებთან შეჯახებისაგან გამაფრთხილებელი სისტემა, ეგრეთ წოდებული შავი ყუთი, "..რა უაზრობაა..
saba
29 იანვარი 2020 16:14
0

სიახლეები პოპულარული