პაუ გასოლი "ბარსელონასთან" გააფორმებს კონტრაქტს

AutoSharing Option
NBA-ს ორგზის ჩემპიონი პაუ გასოლი "ბარსელონასთან" შეთანხმების მიღწევასთან ახლოსაა, - იტყობინება Eurohoops-ი.

40 წლის გასოლმა ბოლოს 2019 წელს "მილუოკიში" ითამაშა და მას შემდეგ ფეხის ტრავმას მკურნალობდა.

"ბარსას" ახალმა მწვრთნელმა შარუნას იასიკიავიჩიუსმა, რომელიც გასოლთან ერთად კატალონიურ გუნდში თამაშობდა, განაცხადა, რომ მისი დაბრუნების წინააღმდეგი არაა.

გასოლის დაბრუნებას "ბარსელონას" პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ მიესალმება.

ის ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია, ესპანეთის ნაკრებთან ერთად 11 მედალი მოიგო, რაც რეკორდია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული