შოთა არველაძე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერზე: მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას

AutoSharing Option
"ფახთაკორის" მწვრთნელი შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას ცსკა-ში გადასვლას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არ მიაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა.

"ისეთი ამბების თავიდან ასაცილებლად, რომელსაც თორნიკე შენგელიასთან მიმართებაში, უკვე მეორე დღეა თვალს ვადევნებთ, ვფიქრობ, ყველა ერთად უნდა შევთანხმდეთ, რაზე უნდა გვქონდეს უარყოფითი რეაქცია და რაზე არა. ჩემი პოზიცია რუსეთთან და ამ სახელმწიფოს პოლიტიკასთან დაკავშირებით, საჯაროდ არაერთხელ გამოვხატე. იმისთვის რომ მოვერიდოთ სამმაგი სტანდარტით ცხოვრებას, მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიცია თანაბრად ვრცელდებოდეს არა ერთ ან ორ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად, რუსეთში თამაშზე, მუშაობაზე,
ბიზნესის კეთებასა თუ ნებისმიერ აქტივობაზე.

საქართველოს ნაკრების სპონსორია VTB ბანკი და საინტერესოა, რატომ არ აღმოაჩნდა არცერთ ქართულ ბანკს იმაზე მეტი სურვილი, ვიდრე რუსულს, ყოფილიყო ნაკრების სპონსორი და მთავარი პარტნიორი. ამიტომ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ და შევთანხმდეთ, რა არის ჩვენთვის წითელი ხაზი და რა არა. არ მიმაჩნია სწორად მორალისტობა, ერთი ადამიანის ამოჩემება და ლანძღვა, მაშინ როცა რუსეთთან მიმართებაში, საერთო სამოქმედო გეგმა, როგორც საზოგადოებას არ გაგვაჩნია. მინდა თორნიკეს ყველა იმ მიზნის მიღწევა ვუსურვო, რომელიც დასახული აქვს", - წერს შოთა არველაძე "ფეისბუქზე".

მკითხველის კომენტარები / 33 /
გზაამცდარი თვითონ საქართველოა და მისი მოქალაქები როგორი გინდათ რომ იყოს?
ბაჩი
13 ივლისი 2020 19:11
0
სამჯერ დავპოსტე და ჰაერში , ყოჩაღ რა მაგრები ხართ!
ბაბაია
12 ივლისი 2020 11:08
1
ვიცით რომ რუსეთში ყველაფერი პოლიტიზირებულია ხომ ? ყველაფერი რაც გამოადგებათ პიარისთვის იყენებენ , ამასც გამოიყენებენ .... არა პირადად თორნიკე არ გააკეთებს ამას მსგავსად პავლიაშვილისა, თოფურიასი და ა.შ. როცა "კავკასიონზე თენდებას" შემსრულებელი რუსეთის მეხოტბე ხდება ესეც საკმარისია ხომ ?!(სხვა რომც არაფერი) საქართველოს საუკეთესო კალათბურთელი რომ რუსეთის არმიის კლუბის ღირსება იცავს ? ეს ხომ უკვე ცუდი ფაქტია ?ეხხ, რას ვიზავთ ასეთია ბედკრული საქართველოს ისტორია და ნუ ვაქცევთ ამას ტრაგედიად,მაინც არაფერი გვეშველება, დაე ყველამ თავის გზა თვითონ აირჩიოს , სამშობლო, ფული, ძალაუფლება,კარიერა თუ ყველაფერი ერთად , საქართველომ მაინც ყველას აპატიებს გზაამცდარ შვილებს, ყველაფერს.ფულის გულისთვის საკუთარ კარში 2 ბურთის გატანასაც კი,,,
ბაბაია
11 ივლისი 2020 22:36
2
ყველამ თქვენ თქვენი პალაჟენიები სახლში დააყენეთ თუ ძმა ხართ და თქვენ ნუ წყვიტავთ ვინ სად ითამაშოს და ვინ იკაპიტნოს.
კახა ქ.
11 ივლისი 2020 18:04
6
მომისმინე შოთაჯან შენ ფეხბურთში რაც გააკეთე და რაც მოიპოვე მაგიერში ისე ნუ იზავ რო შენივე ენით გააცამტვერო და განათლებულის სტატუსით რო არიგებ უნტერვიუებს ეგრე არ გამოდის კარგი ფეხბურთელობა და გულშემატკივრის სიყვრული იმის სტატუსს არ აძლევს ადამიანს რომ აუცილებლად სამართლიანად და ჭკვიანურად ფიქრობს და საუბრობს რაც შეეხება კიდე ერთიან გეგმას რუსეთის წინააღმდეგ და იმ ფეხბურთელებსა და ბიზნესმებენს ვინც რუსეთში მოღვაწეობს ისინიც იმ გზაზე არიან დამდგრები რასაც ეს ბიჭი დაადგა კადაც და ლომიც ერთი ოჯახის და წარმიმავლობის ცხოველია მაგრამ განსხვავებაც რამხელაა მაგდენი კი შეგეძლება გაანალიზო რის თქმა მინდა ლომი თაგვებს არ დასდევს და სხვა ხასიათი აქვს სხვა წონა და ტემპერამენტი აქვს როგორც ცხოველს მისი დამარცხება ადამიანისთვისაც წარმატებაა არათუ სხვა მტაცებელი ცხოველისთვის და კატა კიდე ყველას შეუძლია კალთაში ჩაისვას და როდესაც ადამიანი დაფასებული ხარ წონა გაქ და მნიშვნელოვანი ფიგურახარ მითუმეტეს კაპიტანი საქართველოსი და გადადიხარ რუსეთში და აქ რუსეთზეც არ არის ლაპარაკი მარტო, რუსეთის არმიულ კლუბში გადადიხარ ამ დროს ტუჩზე კოცნით რომ არავინ მიგიღებს მინიმუმ ამას ამხელა კაცი უნდა ხვდებოდეს. როდესაც მეფეს თავს კვეთენ იქ მთელი ჯარი მარცხდება მან ჩვენც თან გაგვიყილა რადგან ას როგორც ძლიერს გამოჩენის და ფასეულს მოერივნენ და თავისი გულშემატკივრის და ქვეყნის ფასეულობები დაათმობინეს ასე მოგვიკლეს ილია მოგვიკლეს ჩოლოყაშვილი ანწუხელიძე და კიდევ ვინ მოსთვლის აუცილებელი არ არის ტყვიით მოგკლან გულით და სულით სიკვდილი ყველაზე მძიმე სიკვდილია როცა გმმირი ვეღარ გახდები.ხოდა ეს ხალხიც იმიტომ განსჯის რომ მათტვის ეს ბიჭი ლომი იყო და არა კატის კნუტი რომლებიც სამწუხაროთ არ გვყავს ცოტა და როცა სადღაც ნეთაურად გაფასებენ როგორც მეთაურს პაიკზე მეტი მოგეთხოვება და მეტადაც დაისჯები როცა ადამიანს სადღაც რაღაც დონეზ ქვეყის ინტერესების და თუნდაც მომავლის შეცვალა შეგიძლია და არ დაფიქრდები გაგასეორებენ იწასთან ამას რას მოელოდა! და თუ მარტო გიორგიზე გამოფხიძლდა ხალხი შენი თქმით ზღვაში წვეთსაც კი შრუძლია მისი მოცულობის გაზრდა ოდა გაიზარდა კიდრც და გადმოვიდა გადმოვიდა და გამოგხიძლდა ხალხი ზუსტადაც ეხლა ვის რა პრეტენზია აქვს ამ ხალხის პრეტენზიის წინააღმდეგ და მათ შორის ვარ მეც და ეშინოდეს ეხლა ამ გადმოსულმა ზღვამ არ დაახრჩოს. ბოლოსკი არ გინდა იმ ხალხის დამოძღვრა რაზეც შენთვითონაც იცი რო მართლები არიან და მითუმეტეს არც კომპეტენცია და არც საკმარისი აზრობრივი შეხედულებები გაძლევს ამის საბაბს. ამ ინტერვიუდან გამომდინარე ჩამოყალიბდა ეს აზიც შენზე და ჯობია იყო ის პიროვნება კარგი ფეხბურთელი კარგი მწვთნელი რის გამოც შეგიყვარა ქართველმა ხალხმა იყავი ლომი და ნუ იქნები ლეოპარდი!!
T.q
11 ივლისი 2020 16:49
9
შოთა დაგიჯერებ თუ გვიპასუხებ. არჩევანი რომ გქონოდა ესპანეთის ჩემპიონსა და ცსკას (მეტი ფული) შორის რომელს აირჩევდი შენ პირადად. გვიპასუხე აქ.
გია
11 ივლისი 2020 15:01
0
ფუ რა საზიზღარი ხალხი ვართ სულ მკიდია ეს ტიპი და საერთოდ კალათბურთი მარა დააასვენეთ ადამიანიი რა გინდათ მიხედეთ თქვენ ცხოვრებას .... შესცეს ტიპს იმენა
Jeyjey
11 ივლისი 2020 14:01
11
აქ რო ზოგს დაუჩემებიათ მისი საქმეა სადაც უნდა იქ ითამაშებსო, რა თქმა უნდა მისი გადასაწყვეტია სად ითამაშებს აქ იურიდიულ დეტალებზე არავინ დაობს, უბრალოდ რუსული არმიის წევრი არ უნდა იყოს საქართველოს ნაკრების კაპიტანი და არც რიგითი მოთამაშე. რა თქმა უნდა ასეთი დონის მოთამაშე დიდი დანაკარგი იქნება მაგრამ შენგელიას გარეშეც შევძელით სერბეთის დამარცხება
irakli81
11 ივლისი 2020 11:51
14
ვერ გააპრავებთ ამ გამყიდვლურ საქციელს!!
არა!!
11 ივლისი 2020 11:34
15
არ შეიძლება მთელი საზოგადოება შევთანხმდეთ რომ რუსეთს წერტილი დაესვას და აღარ ვიწანწალოთ იქ?
გენა
11 ივლისი 2020 11:33
5
თუ მაინცადამაინც უნდა იწანწალოთ, ქვეყნების მეტი რაა მაგ საღორეში რომ არ მიეტენებოდეთ?
alonsos
11 ივლისი 2020 20:23
4
კარგი იქნებოდა, მაგრამ რომელი ქვეყნით ჩავანაცვლოთ ?
ALONZO
11 ივლისი 2020 13:09
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული