გოგა ბითაძის "ინდიანა" უმწვრთნელოდ დარჩა

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსმა" მწვრთნელი ნეით მაკმილანი გადააყენა, - იტყობინება კლუბის პრესსამსახური.

"ინდიანა" პლეი-ოფში "მაიამი ჰიტთან" ოთხივე მატჩში დამარცხდა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გათამაშებას გამოეთიშა და მაკმილანი სწორედ ამიტომ დაითხოვეს სამუშაოდან.

მაკმილანი "ინდიანას" 2016 წელს ჩაუდგა სათავეში. იქამდე კლუბში ფრენკ ვოგელის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 183 მატჩი მოიგო და 136 წააგო.

აღსანიშნავია, რომ კლუბმა ადრე მაკმილანს 2020/21 წლების სეზონის ბოლომდე მოქმედი კონტრაქტი 2 სეზონით გაუხანგრძლივა.

შეგახსენებთ, მაკმილანმა ცენტრი გოგა ბითაძე სერიის არც ერთ შეხვედრაში არ ათამაშა.

-31/05/pacers.jpeg" border="0" alt="alt" title="გოგა ბითაძის "ინდიანა" უმწვრთნელოდ დარჩა" style="height: 50px; width: 50px;" />გოგა ბითაძემ NBA-ს სადებიუტო სეზონი დაასრულა - 0 წუთი პლეი-ოფში
მკითხველის კომენტარები / 9 /
ყველა ტორუპის გზას მიყვება ვინც ქართველებს არ ათამაშებს!!!
რომელუ
08:26 27-08-2020
0
ძალიან კარგი, ამით ხომ მაინც მოვიფხანთ გულს, არც ერთი წუთი არ მისცა გოგას პლეიოფში, უშანსოდ წააგო გუნდმა, მაგრად გამიხარდა მაკმილანის გაპანღურება. გოგას ცოდვამ უწია.
მერაბ მაღლაკელიძე
16:02 27-08-2020
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული