კალათბურთი

სხვადასხვა

გოგა ბითაძის "ინდიანა" უმწვრთნელოდ დარჩა

AutoSharing Option
"ინდიანა პეისერსმა" მწვრთნელი ნეით მაკმილანი გადააყენა, - იტყობინება კლუბის პრესსამსახური.

"ინდიანა" პლეი-ოფში "მაიამი ჰიტთან" ოთხივე მატჩში დამარცხდა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გათამაშებას გამოეთიშა და მაკმილანი სწორედ ამიტომ დაითხოვეს სამუშაოდან.

მაკმილანი "ინდიანას" 2016 წელს ჩაუდგა სათავეში. იქამდე კლუბში ფრენკ ვოგელის სამწვრთნელო შტაბში მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 183 მატჩი მოიგო და 136 წააგო.

აღსანიშნავია, რომ კლუბმა ადრე მაკმილანს 2020/21 წლების სეზონის ბოლომდე მოქმედი კონტრაქტი 2 სეზონით გაუხანგრძლივა.

შეგახსენებთ, მაკმილანმა ცენტრი გოგა ბითაძე სერიის არც ერთ შეხვედრაში არ ათამაშა.

-31/05/pacers.jpeg" border="0" alt="alt" title="გოგა ბითაძის "ინდიანა" უმწვრთნელოდ დარჩა" style="height: 50px; width: 50px;" />გოგა ბითაძემ NBA-ს სადებიუტო სეზონი დაასრულა - 0 წუთი პლეი-ოფში