"ბარსელონამ" "რეალი" ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა და ლიდერობა გაიმყარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 12 მარტს, ევროლიგის 29-ე ტურში, მადრიდის "რეალმა" "ბარსელონას" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 81:76 დასრულდა.

მადრიდელთა რიგებიდან საუკეთესო გაბრიელ დეკი გახლდათ, რომელმაც 17 ქულა, 4 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

რაც შეეხებათ კატალონიელებს, საუკეთესო პიერე ორეოლა გახლდათ, რომელმაც გუნდს 18 ქულა, 6 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

აღსანიშნავია, რომ ბოლოს "რეალმა" "ბარსელონა" 13 ოქტომბერს დაამარცხა, მას შემდეგ კი ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია.

"სამეფო კლუბი" 17 გამარჯვებითა და 12 მარცხით მე-7 ადგილზე იმყოფება. თავის მხრივ, "ბარსელონა" 21 გამარჯვებითა და
8 მარცხით ევროლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს.

"რეალი" მომდევნო მატჩს 19 მარტს, ცსკას წინააღმდეგ გამართავს. თავის მხრივ, "ბარსელონა" "მილანოს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ახლა მიშველეთ, ეს რა ვნახე
აუუ, კიბე ვინმეს გაქვთ, რომ მათხოვოთ ცოტა ხნით?
ლევანი
13:49 27-03-2021
0

სიახლეები პოპულარული