ბუნტი რუსეთის კალათბურთელთა ნაკრებში - საქართველოს მეტოქის ბანაკში მონასტერი აირია

AutoSharing Option
"სპორტ-ექსპრესის" ცნობით, წამყვანმა კალთბურთელებმა: ალეკსეი შვედმა, ვიტალი ფრიდზონმა, სერგეი კარასიოვმა, დმიტრი ხვოსტოვმა და ანდრეი ზუბკოვმა, რუსეთის ნაკრებში თამაშზე უარი განაცხადეს.

ისინი ეროვნულ გუნდს ტოკიოს ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირზე არ დაეხმარებიან, რადგან კონფლიქტი აქვთ გენერალურ მენეჯერ სერგეი პანოვთან და მთავარ მწვრთნელ სერგეი ბაზარევიჩთან.

მიზეზი ისაა, რომ პანოვი და ბაზარევიჩი მთელი სეზონის განმავლობაში ერთხელაც არ დაინტერესებულან მოთამაშეთა მდგომარეობით და მათი პრობლემების მოსაგვარებლად არაფერი გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, ევრობასკეტ 2022-ზე რუსეთი საქართველოსთან ერთ ჯგუფში მოხვდა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
შეშინდით ბიჭებო?
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული