მშენებარე სპორტის სასახლეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნივერსიტეტის ქუჩაზე, მშენებარე სპორტის სასახლეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 10-მდე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

როგორც ადგილზე მყოფმა თვითმხილველებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, ხანძრის გაჩენის დროს გვერდით შენობაში 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა.

„როდესაც ხანძარი გაჩნდა, ვიმყოფებოდი გვერდით შენობაში. ის შენობა, რომელსაც გაუჩნდა ხანძარი, მასპინძლობს 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში, 4 მასპინძელ ქვეყანას შორის იყო საქართველოც, რამდენად მოახერხებს ამ სტატუსის შენარჩუნებას, უცნობია. ერთ-ერთი ბოლო გამოვედი გვერდით შენობიდან, რომელშიც იმყოფებოდა 100-მდე ადამიანი. ვხედავდით, რომ ხანძარი გაჩნდა და მოგვიწოდეს მალევე დაგვეტოვებინა ტერიტორია.
სახანძრო ბრიგადები ძალიან მალევე იყვნენ ადგილზე", - აღნიშნა ზაზა კონცელიძემ.

წყარო: IPN.GE

მკითხველის კომენტარები / 10 /
ნაცების შემოქმედებას გავს,ისინი ხომ ყველაფერს იკადრებენ ოღონდ ხელისუფლებაში მოვიდნენ,უკრაინა ნახევა საათში დამარცხდებოდა ნაცები რომ ყოფილიყვნენ,ან გაიქცეოდნენ ან თავიანთ ჩვეულს ჩაიხდიდნენ და უკან..ს მიუშვერდნენ,ნაცებისთვის ეს უფრო მისაღებია
gizo
21:04 27-02-2022
20
სრულ სამართლეს წერენ უყვარს ნაცებს უკანალ.ს მიშვერა და ამით ამაყობენ ეს ფარჩაკები,განსაკუთრებით მათი ბელადის კრიმინალ სააკაშვილზე….
irakli
00:44 28-02-2022
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული