როგორც ადგილზე მყოფმა თვითმხილველებმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, ხანძრის გაჩენის დროს გვერდით შენობაში 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
„როდესაც ხანძარი გაჩნდა, ვიმყოფებოდი გვერდით შენობაში. ის შენობა, რომელსაც გაუჩნდა ხანძარი, მასპინძლობს 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს კალათბურთში, 4 მასპინძელ ქვეყანას შორის იყო საქართველოც, რამდენად მოახერხებს ამ სტატუსის შენარჩუნებას, უცნობია. ერთ-ერთი ბოლო გამოვედი გვერდით შენობიდან, რომელშიც იმყოფებოდა 100-მდე ადამიანი. ვხედავდით, რომ ხანძარი გაჩნდა და მოგვიწოდეს მალევე დაგვეტოვებინა ტერიტორია. სახანძრო ბრიგადები ძალიან მალევე იყვნენ ადგილზე", - აღნიშნა ზაზა კონცელიძემ.
წყარო: IPN.GE