კალათბურთი

სხვადასხვა

სუპერნახევარფინალები! "რეალმა" "ბარსელონას", "ეფესმა" "ოლიმპიაკოსს" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
გუშინ, 19 მაისს, სერბეთში ევროლიგის 2 ნახევარფინალური შეხვედრა გაიმართა.

"ანადოლუ ეფესი" "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდა და 77:74 დაამარცხა.

თურქების მხრიდან ვასილი მიჩიჩმა სირენასთან ერთად 3-ქულიანი ჩააგდო და საკუთარი გუნდი ზედიზედ მეორედ ევროლიგის ფინალში გაიყვანა. სერბმა კალათბურთელმა ხსენებულ მატჩში 15 ქულა, 6 მოხსნა და 9 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

შეინ ლარკინმა აქტივში 21 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

ბერძნების მხრიდან კოსტას სლუკასმა და ჰასან მარტინმა თანაბარი, 11-11 ქულა ჩააგდეს.

მეორე ნახევარფინალური მატჩი "ბარსელონასა" და "რეალს" შორის გაიმართა. "კლასიკო" "რეალის" გამარჯვებით,
86:83 დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ "ბარსა" 11 ქულით იგებდა, თუმცა "თეთრებმა" ქამბექის შესრულება მოახერხეს. რაც შეეხება სტატისტიკურ მონაგარს:

პაბლო ლასოს შეგირდებიდან გუერსონ იაბუსელემ და ფაბიენ კოსემ თანაბარი, 18-18 ქულა ჩააგდეს.

სერხიო ლულმა 15 ქულა, 3 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

"ბარსელონას" მხრიდან ნიკოლა მიროტიჩმა 26 ქულა, 12 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა.

ნიკოლას ლაპროვიტოლამ თავი 17 ქულით, 1 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ამრიგად, მესამე ადგილისთვის ერთმანეთს "ბლაუგრანა" და "ოლიმპიაკოსი" (21 მაისს, 18:00 საათზე) დაუპირისპირდებიან, ფინალური მატჩი კი უკვე 21:00 საათზე "რეალსა" და "ეფესს" შორის შედგება.