ქართველი მსაჯებისა და კომისრის ოქტომბრის ევრო-განრიგი

AutoSharing Option
ქართველი ფიბას მსაჯები და კომისარი აქტიურად ჩაებნენ ამ ორგანიზაციის მიერ ორგანიზებულ ტურნირებში. ოქტომბრის თვის მეორე ნაწილის დანიშვნებში თითოეულ მათგანს 2-2 მატჩზე მოუწევს მომსახურება, რომელთაგან უახლოესი 2 შეხვედრა დღეს გაიმართება. ერთადერთი ქართველი ფიბას კომისარი მერაბ რატიშვილი ფიბა-ევროპის თასზე ისრაელის ქალაქ კფარ ბლუმში "ჰაპოელისა" და გერმანული "ბამბერგის" მატჩს მოემსახურება, ხოლო კირილე თვაური ამავე ტურნირის შეხვედრას რუმინეთში, "ორადეასა" და ბულგარულ "რილსკის" შორის იმსაჯებს. ორივე მათგანს 27 ოქტომბერს კიდევ მოუწევს ფიბას მატჩების მომსახურება, ხოლო მიხეილ ვართანოვი საქმეში 26 ოქტომბერს ჩაებმება. მას ორივე მატჩის მსაჯობა
ისრაელში – ქალაქებ კფარ ბლუმსა და რამლაში მოუწევს.

გაეცანით იმ მატჩების სრულ სიას, რომლებსაც მიხეილ ვართანოვი, კირილე თვაური და მერაბ რატიშვილი მოემსახურებიან.

მიხეილ ვართანოვი (მსაჯი)

26 ოქტომბერი. ფიბა-ევროპის თასი. კფარ ბლუმი (ისრაელი)

ჰაპოელი გალილ ელიონი (ისრაელი) – ხემნიცი (გერმანია)

27 ოქტომბერი. ქალთა ევროპის თასი. რამლა (ისრაელი)

რამლა(ისრაელი) – ჰათაი (თურქეთი)

კირილე თვაური (მსაჯი)

19 ოქტომბერი. ფიბა ევროპის თასი. ორადეა (რუმინეთი)

ორადეა (რუმინეთი) – რილსკი (ბულგარეთი)

27 ოქტომბერი. ქალთა ევროპის თასი. აშდოდი (ისრაელი)

მაკაბი აშდოდი (ისრაელი) – დიორი (უნგრეთი)

მერაბ რატიშვილი (კომისარი)

19 ოქტომბერი. ფიბა-ევროპის თასი. კფარ ბლუმი (ისრაელი)

ჰაპოელი გალილ ელიონი (ისრაელი) – ბამბერგი (გერმანია)

27 ოქტომბერი. ფიბა ევროპის თასი. გაზიანთეფი (თურქეთი)

გაზიანთეფი (თურქეთი) – გმუნდენი (ავსტრია)

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული