საკალათბურთო კლუბმა "ჰიუნდაიმ" ევროპის ახალგაზრდული ლიგის ტურნირი წარმატებით დაიწყო

AutoSharing Option
ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა თბილისის საკალათბურთო კლუბმა "ჰიუნდაიმ" ევროპის ახალგაზრდული ლიგის "EYBL U17" პირველ ტურში გამართული ხუთი შეხვედრიდან ზედიზედ სამი დამაჯერებელი გამარჯვებითა და უპირატესობით დაასრულა.

"ჰიუნდაიმ" ლატვიურ BS RIGA-ს ანგარიშით 80:40 სძლია. 17-17 ქულით ბომბარდირები გუკა ცხადაძე და ნიკოლოზ ფუთურიძე გახდნენ. გარდა ამისა, გუკა ცხადაძემ 8 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 7 მოხსნა დააგროვა.

Sportall.Ge

"ჰიუნდაიმ" ასევე დიდი სხვაობით, ანგარიშით 72:34 მოუგო ესტონურ გუნდს BA KALEV-ს. ამჯერად, მატჩის გამორჩეული მოთამაშეები გახდნენ ლუკა სავანელი, რომელმაც 18 ქულა დააგროვა, თემუკა ესიაშვილი, რომლის ანგარიშზეც იყო 16
ქულა და გუკა ცხადაძე, რომელმაც 15 ქულა მიითვალა.

ამასთან ერთად, "ჰიუნდაიმ" ფინური TOPO-06 ანგარიშით 52:41 დაამარცხა. აღნიშნული შეხვედრის ბომბარდირი კვლავ გუკა ცხადაძე გახდა. ქართველი კალათბურთელის ანგარიშზეა 26 ქულა, 3 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა.

Sportall.Ge

ტურნირის დასკვნით დღეს "ჰიუნდაი" ტრავმების გამო თამაშზე შემცირებული განაცხადით წარდგა, რის გამოც ბოლო შეხვედრა დათმო.

ევროპის ახალგაზრდული ტურნირის, All Star-ის ხუთეულში გუკა ცხადაძე დასახელდა, ხოლო გუნდის MVP ნიკოლოზ ფუთურიძე გახდა.

ცნობისთვის, "ჰიუნდაი" მეორე წრისთვის მზადებას იწყებს. ქართულ გუნდს წინ კიდევ 2 ტური და 10 თამაში ელოდება, რომელიც 2023 წლის 5-8 იანვარს ესტონეთში, ხოლო დასკვნითი ტური 9-12 მარტს ლატვიაში გაიმართება, სადაც გუნდი პლეი-ოფის საგზურისთვის იბრძოლებს.

(R)
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჰიუნდაი მშვენიერი აკადემია არის და ნათელი წერტილი ზრუნავს თავის ბავშვების განვითარებაზე და ევროპაში გასაგზავნათ ....ზაზა ფაჩულიას აკადემია ფულის კეთებაზეა გადასული
გია
20:42 10-11-2022
0

სიახლეები პოპულარული