14, 16 და 18 წლამდელთა გათამაშება დაყოფილი იქნება A, B და C დივიზიონებად. A დივიზიონი იქნება უმაღლესი ლიგა, სადაც 14 საუკეთესო გუნდი იქნება თავმოყრილი და თითო სკოლას მასში თითო გუნდზე მეტის გამოყვანა არ შეეძლება. სადებიუტო სეზონში, ანუ ახლა A ლიგაში კვოტირებით მოხვდებიან რეგიონის გუნდები, დანარჩენი ადგილები კი საკვალიფიკაციო ტურნირში გათამაშდება. ის გუნდები, რომლებიც A ლიგის
ყველაზე ადრე 18-წლამდელების ტურნირი დაიწყება და ამ ასაკში, გუნდების რაოდენობიდან გამომდინარე, C დივიზიონი წლეულს არ იქნება. A ლიგის 14 გუნდიდან 6 ადგილი კვოტირებით რეგიონებს ერგოთ, დანარჩენი 8 ადგილისთვის კი 25 გუნდი საკვალიფიკაციო ტურნირში იბრძოლებს. წილისყრა, რომელმაც 25 გუნდი ჯგუფებში გაანაწილა, დღეს ოლიმპიურ სასახლეში ონლაინ რეჟიმში გაიმართა. მონაწილე გუნდები წილისყრას ონლაინ დაესწრნენ.
კენჭისყრა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ახალმა ხელმძღვანელმა, გიორგი ჯაფარიძემ და მისმა მოადგილე ვანო ლაცაბიძემ ჩატაარეს. 25 გუნდი 8 ქვეჯგუფში განაწილდა. თითო ჯგუფიდან პლეი ოფში 2-2 საუკეთესო, ჯამში 16 გუნდი გავა, ხოლო A ლიგის საგზურს, როგორც ზემოთ ვთქვით, 8 საუკეთესო მოიპოვებს.
18-წლამდელთა ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ჯგუფური ეტაპის მატჩები მომავალ კვირაში დაიწყება.
GBF
ლოგიგაკ აქ ხედავთ ხალხნო?!