მამლიკიძის 30 ქულა და 22 მოხსნა | 20-წლამდელთა ჩემპიონატი შედეგიანად დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო, რომელშიც რეკორდულად ბევრი – 10 გუნდი მონაწილეობს. ამ ასაკში ამდენ გუნდს საქართველოს ჩემპიონატში არასდროს უთამაშია. დებულების თანახმად, შექმნილია 2 ხუთგუნდიანი ჯგუფი, რომელშიც გუნდები 2 წრედ ითამაშებენ და 4-4 საუკეთესო პლეი-ოფში გავა.

მეოთხედფინალში გუნდები ჯვარედინად დაწყვილდებიან. "ა" ჯგუფის პირველადგილოსანი "ბ" ჯგუფის მეოთხეზე გასულს შეხვდება, მეორე – მესამეს და ასე შემდეგ. პლეი-ოფის ყველა ეტაპზე – მეოთხედფინალში, ნახევარფინალსა და ფინალში, სერიები 2 მოგებამდე გაგრძელდება. მხოლოდ მესამე ადგილისთვის შერკინება იქნება ერთმატჩიანი.

12 დეკემბერს ოლიმპიურ სასახლეში ტურნირის 4 შეხვედრა გაიმართა. არც
ერთ შეხვედრაში ბრძოლა არ შედგა. ყველა გამარჯვებულმა მოგება იოლად გაიფორმა. სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდმა თსსუ-მ "თბილისი ბასკეტს" 100:42 სძლია. "ოვერტაიმმა" "სოხუმი 2020"-ს 89:57 მოუგო. თსუ-მ 40-ქულიანი გამარჯვება გაიფორმა "ბთბ თბილისთან", ხოლო "გთუნიმ" "რუსთავს" 94:78 აჯობა.

თსუ-ელმა ლუკა მამლიკიძემ 29 წუთში 30 ქულა, 22 მოხსნა და 4 პასი მიითვალა, მისმა სარგებლიანობის ინდექსმა კი 43-ს უწია. 14 პასი გაიღო მისმა თანაგუნდელმა გიორგი ჩიღოშვილმა, ლაშა მესხის ანგარიშზე კი 17 ქულა და 15 მოხსნა დაგროვდა.

20-წლამდელთა ჩემპიონატის მორიგი მატჩები 15 დეკემბერს გაიმართება.

GBF
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია!
აკი 20 წლამდელების ჩემპიონატი არ ჩატარდებაო ამას წინათ სტატიაში გეწერათ გიორგი?!
ლაშა
15:02 13-12-2022
0

სიახლეები პოპულარული