3x3Geotour 2023-ის ფინალურ ტურნირს თელავიდან "გუგულა" შეემატა

AutoSharing Option
გრძელდება საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 3×3 კალათბურთში, რომლის მორიგ, რიგით მე-3 შესარჩევ ტურს თელავმა უმასპინძლა. თბილისსსა და ბათუმში შერჩეულ 10 საუკეთესო გუნდს თელავის ტურის გამარჯვებული “გუგულა” შეემატა, რომლის ღირსებასაც ოთო ამონაშვილი, ილია სეთური, რევაზ ხაჩიძე და ფირო ლომიაშვილი იცავდნენ.

შეგახსენებთ, რომ 3x3Geotour2023-ის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გამართული შესარჩევი ტურნირების შედეგად უნდა შეირჩეს 12 საუკეთესო, რომლებიც ფინალურ ტურნირს თბილისში 15 ივლისს ითამაშებენ და გამარჯვებული გუნდი საქართველოს ჩემპიონის ტიტულს, საპრიზო 3000 ლარს და სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში აგვისტოში დაგეგმილ 3×3 კალათბურთის მსოფლიო მასტერსის საგზურს
მიიღებს.

თელავში, ერეკლე მეფის სასახლის მიმდებარედ გამართულ შესარჩევ ტურნირში მონაწილეობას 7 გუნდი იღებდა, რომლებიც 2 ჯგუფში განაწილდნენ. 3-გუნდიანი ჯგუფიდან ფინალში გუნდი “ორი” გავიდა, ხოლო ოთხიანიდან – “გუგულა”. ფინალური დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. გუნდი "ორის" წევრები – დავით გიგოლაშვილი, ჯუმბერ ყვარელაშვილი, ნიკა ბასილაშვილი და ვალერი სუმბაძე, ბოლომდე იბრძოდნენ. გამარჯვებული ბოლო წამებზე გამოვლინდა – გაიმარჯვა "გუგულამ" – 21:18 და ტურნირის გამარჯვებულისთვის განკუთვნილი თასი და ფინალური ეტაპის საგზური დაიმსახურა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე "გუგულას" წევრი – რევაზ ხაჩიძე გახდა, რომელიც ფედერაციის 3×3 კალათბურთის განყოფილების ხელმძღვანელმა გიგა გურგენიძემ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

3x3Geotour2023-ის ორგანიზატორია საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის 3×3 კალათბურთის განყოფილება, ხოლო მხარდამჭერი – კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

მომდევნო, დასკვნითი ტური, რომელიც ფინალური ეტაპის მე-12 გუნდს გამოავლენს, რუსთავში 13 ივლისს გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული