სუპერლიგა 2016/17. დარჩენისთვის: ელიტა "ბათუმმა" დატოვა

AutoSharing Option
დარჩენისთვის მებრძოლ კვარტეტში საბოლოოდ ყველაზე ნაკლები ქულა "ბათუმს" მოუგროვდა და "ა" ლიგაში დაქვეითდა. მის ადგილს მარნეულის "დელტა" დაიკავებს.

"ა" ლიგის გამარჯვებულმა ქვემოქართლურმა გუნდმა 3 კვირის წინ მოიპოვა სუპერლიგის საგზური, თუმცა უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ბრძოლა აქამდე გრძელდებოდა და გუშინ "მგზავრებისა" და "ბათუმის" მატჩის შემდეგ გაირკვა, რომ აჭარული გუნდი სუპერლიგას დატოვებს.

დავით უსტიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის პირველი წრე მე-4 ადგილზე დაასრულა, თუმცა შემდეგ ბათუმელებს საქმეები აერიათ, შედეგიანობას უკლეს და რეგულარულის დასრულების შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპში სუპერლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მოუწიათ ბრძოლა.

"სოხუმმა",
"ოლიმპმა" და "მგზავრებმა" უმაღლეს ლიგაში დასარჩენად საკმარისი ქულები მოიპოვეს, ბათუმელებს რეგულარულში წარუმატებლობა საკვალიფიკაციოშიც გაუგრძელდათ და საბოლოოდ ყველაფერი 24 მაისს დასრულდა - "ბათუმმა" "მგზავრებთან" ბოლო ტურის მატჩი 69:101 დათმო.

გუშინვე გაიმართა საკვალიფიკაციო ეტაპის ერთი მატჩი, თუმცა "სოხუმისა" და "ოლიმპის" დაპირისპირებას სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა. ორივე მათგანს სუპერლიგაში ადგილი შენარჩუნებული აქვთ. შეხვედრა სოხუმელებმა 111:94 მოიგეს.

საკვალიფიკაციოში დარჩენილია ერთი მატჩი: 26 მაისს ერთმანეთს "ოლიმპი" და "მგზავრები" შეხვდებიან.

სუპერლიგა 2016/17. დარჩენისთვის
24 მაისი, თბილისი
მგზავრები-ბათუმი 101:69
26:17, 12:23, 37:18, 26:11
მგზავრები: ფხაკაძე (17ქ, 5მ, 5პ, 3ჩ), ლომინაშვილი (25ქ, 5პ), ტურძელაძე (1ქ), ქავთარაძე (1ქ), ტეილორი (12ქ), მერფი (11ქ, 10მ, 5ჩ), ალენი (13ქ, 4პ, 4ჩ), რენსომი (21ქ, 5მ, 4პ).
ბათუმი: ჯინჭარაძე (10ქ, 5მ), ლეჟავა (10ქ, 5პ), ლ. რევაზაშვილი (4ქ), თენიეშვილი (8ქ), კრივცოვი (12ქ, 9მ), რამიშვილი (6ქ, 3პ), შემოსიუკი (12ქ), მ. რევაზაშვილი (7ქ).
მსაჯები: დ. ბერიშვილი, მ. კუპატაძე, ი. ბერიშვილი

24 მაისი, თბილისი
სოხუმი-ოლიმპი 111:94
32:18, 23:30, 34:22, 22:24
სოხუმი: კვეტენაძე (13ქ, 6მ), ბერუაშვილი (11ქ, 7მ, 5პ), კოკა ტომარაძე (3ქ), ზაქრაძე (7ქ), დ. ბარბაქაძე (11ქ), ლათანი (29ქ, 5ჩ), ბულიავა (19ქ, 5პ), ტიშენკო (6ქ, 5მ), ვუდსონი (12ქ, 7მ, 7პ, 3ჩ).
ოლიმპი: გივი ბაქრაძე (13ქ, 5პ), ბურნეთი (17ქ, 9მ, 5პ), ბოლქვაძე (10ქ, 9მ, 3პ), როგავა (14ქ, 4პ), გეგი ბაქრაძე (8ქ, 8მ, 3დ), კახა ტომარაძე, შლიცერი (22ქ, 7მ, 5პ).
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, გ. მიქელაძე, მ. ვართანოვი

სატირნირო ცხრილი
ა გ გუნდი თ მ წ სხ ქ
1. სოხუმი 34 14 20 2765/2885 48
2. ოლიმპი 33 13 20 2439/2496 46
3. მგზავრები 33 13 20 2512/2595 46
4. ბათუმი 34 11 23 2633/2772 45.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
გუნდი არ იქვება კალათბურთის სასახლეც სულს გაფავს
თამაზი
11:10 26-05-2017
0
აფსუს,რა კარგი გუნდი იყო ბასკო...,მაგრამ ბათუმი დაბრუნდება,ამაში დარწმუნებული ვარ,თანაც უფრო ძლიერი.
სოსო
10:03 26-05-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0