კალათბურთი

სუპერლიგა

საკალათბურთო სუპერლიგა 10 ნოემბერს დაიწყება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 10 ნოემბერს დაიწყება. ეს გახლავთ რიგით 28-ე პირველობა, რომელსაც 2008 წლიდან სუპერლიგა ეწოდება.

სუპერლიგის მონაწილეთა რაოდენობა სხვადასხვა წლებში იცვლებოდა, ამ სეზონში კი მასში 10 გუნდი იასპარეზებს – დინამო, ოლიმპი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, მგზავრები, კაკტუსი, დელტა, შსს აკადემია-ტიტები და თსუ -ჰიუნდაი.

სუპერლიგის 2018-2019 წლების სეზონის რეგულარული ჩემპიონატი გუნდების უმრავლესობასთან შეთანხმებით 2 წრედ ჩატარდება.

პლეიოფში მონაწილეობას რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო 8 გუნდი მიიღებს და ჩემპიონობისთვის ბრძოლას განაგრძობს. მე-9 ადგილზე გასული გუნდი “ა” ლიგის მეორეადგილოსანთან სუპერლიგაში დასარჩენად საკვალიფიკაციო სერიას გამართავს 3
მოგებამდე.

რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 ადგილზე გასული გუნდი სუპერლიგას დატოვებს და მის ადგილს “ა” ლიგის გამარჯვებული დაიკავებს.

სუპერლიგას 2 დებიუტანტი ჰყავს. “თსუ-ჰიუნდაიმ” “ა” ლიგის მოგებით მოიპოვა უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლება, ხოლო “ტიტებმა”, რომელმაც “ა” ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა, საკვალიფიკაციო რაუნდში სუპერლიგის “სოხუმს” აჯობა.

GBF.GE