კალათბურთი

სუპერლიგა

"მგზავრებმა" "ბათუმი" აჭარაში დაამარცხა - გადამწყვეტი მატჩი თბილისში გაიმართება

AutoSharing Option
სუპერლიგის 3 მეოთხედფინალური სერია დასრულდა, მეოთხე კი გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა.

7 მაისს, "ბათუმთან" წაგებით სერიაში 1:2 ჩამორჩენილმა "მგზავრებმა" 8 მაისს აჭარის მთავარ ქალაქში იმარჯვა და ზღვისპირელებს სერია გაუთანაბრა - 2:2.

დაინიშნა მე-5, გადამწყვეტი მატჩი, რომელიც თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 10 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

რაც შეეხება თავად მატჩს, "მგზავრებმა" დამაჯერებლად იმარჯვა. საბოლოოდ 17-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა, თუმცა ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილი თბილისური გუნდი 20-25 ქულით იგებდა, ხანდახან კი სხვაობა 30-ქულიან ზღვარსაც სცდებოდა.

"მგზავრებმა" იოლი გამარჯვებით სერიის მე-5, გადამწყვეტი მატჩის წინ დადებითი ფსიქოლოგიური განწყობა
შეიქმნა.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით