ნახევარფინალურ სერიებში "ქუთაისი" და "დელტა" დაწინაურდნენ

AutoSharing Option
დღეს სუპერლიგის ნახევარფინალური სერიები თბილისსა და ქუთაისში დაიწყო. იმერეთში სათამაშოდ “დინამო თბილისი” ჩავიდა და 60:68 დამარცხდა. შარშანდელი სუპერლიგის ფინალისტების ჯახი კოტე ტუღუშის გუნდის გამარჯვებით დაიწყო, რომელიც სერიაში 1:0 დაწინაურდა. შემდეგი მატჩი ქუთაისში ხვალ, 18:30 საათზე გაიმართება.

თბილისში კი ერთმანეთს დედაქალაქური გუნდები დაუპირისპირდნენ. საინტერესო მატჩის პირველი ნახევარი “მგზავრების” იყო, რომელმაც ტაიმი 7 ქულით – 49:42 მოიგო, თუმცა მესამე პერიოდი და დელტელთა შტურმი ერთდროულად დაიწყო. მწვრთნელმა ლექსო ლაფანაშვილმა ზუსტი დასკვნები გამოიტანა პირველი ნახევრიდან და შესვენების შემდეგ მისი გუნდი სულ სხვაგვარად ათამაშდა. “დელტამ”
ფარქვეშ პოზიციები გაიმაგრა – გეგი ბაქრაძე და ბექა ბექაური სამწამიანში აშკარად ჯაბნიდნენ ჯეიკობ არმსტრონგსა და სოსო გოგნაძეს, ხოლო უკანა ხაზში ლაფანაშვილის გუნდს წინამძღოლად საბა ლობჯანიძე მოვლინა, რომელიც ბურთსაც სხარტად, გონივრულად ათამაშებდა და უფრო ეფექტური შეტევაში იყო. ლობჯანიძემ 2 სამქულიანი ჩააგდო. მას გვერდს უმაგრებდა ერიქ ნოთიჯი, რასაც “მგზავრების” ერთ-ერთი ლიდერის, კახა ჯინჭარაძის პერსონალურებით ავსება დაერთო და… “დელტამ” 12:0 გაქცევა მოაწყო, 54:49 გალიდერდა და სრულ სათამაშო უპირატესობას დაეუფლა.

“მგზავრების” მწვრთნელმა ბუბა ბერიშვილმა წუთშესვენებები გამოიყენა, მაგრამ დელტელების შეჩერება არ მოხერხდა. კახა ჯინჭარაძე პერსონალურების ლიმიტის გამო მესამე პერიოდშივე გავარდა მოედნიდან, რითაც “მგზავრებს” შემტევი არსენალი ხომ მოაკლდათ და თან “დელტას” ფორვარდებმაც გაილაღეს. ბოლო პერიოდის წინ ლაფანაშვილის გუნდი 10 ქულით იგებდა და “მგზავრებს” თამაშის შემოტრიალების რესურსი აღარ დარჩა. შეხვედრა დელტელებმა საბოლოოდ 14 ქულით მოიგეს და სერიაში 1:0 დაწინაურდნენ.

გამარჯვებულთაგან 24 ქულით საუკეთესო იყო საბა ლობჯანიძე. 12 ქულა მიითვალა ოთო ფხაჯაძემ, ბექა ბექაურის ანგარიშზე კი 8 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა. “მგზავრებში” 27 ქულით ადრიან ბოუი გამოირჩა. 17 ქულა ჰქონდა კახა ჯინჭარაძეს.

შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალური სერია 3 მოგებამდე გრძელდება. ამ გუნდებს შორის სერიის მომდევნო შეხვედრა 14 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0