კალათბურთი

სუპერლიგა

"დინამომ" სერია გაათანაბრა და "ქუთაისს" მოედნის უპირატესობა აართვა

AutoSharing Option
ნახევარფინალური სერია გაათანაბრა “დინამო თბილისმა”. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისში ადგილობრივი გუნდი 84:76 დაამარცხა და გუშინდელი წაგებისთვის რევანში აიღო. სერიაში ანგარიში გახდა 1:1 და მომდევნო 2 მატჩი თბილისში – 17 და 18 მაისს გაიმართება. ამით დინამოელებმა მოედნის უპირატესობა მოიპოვეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ მომდევნო 2 მატჩს თბილისში ითამაშებენ და წარმატების შემთხვევაში ფინალში გავლენ.

ქუთაისელებმა დღევანდელი მატჩიც რიხით დაიწყეს და პირველი პერიოდის შემდეგ 10 ქულით – 24:14 იგებდნენ. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა თავი
დან პირწმინდად დაჯაბნა მეტოქე, რომელმაც მეორე პერიოდიდან ტაქტიკა შეცვალა და შედეგიც მოიმკო. დაცვის ხარჯზე დინამოელებმა “ქუთაისს” საკუთარი ფარისკენ მისასვლელი გზები გადაუკეტეს, თავად კი სწრაფი შეტევებითა და შორი სროლებით ქულას ქულაზე იხვეჭდნენ.

დიდი შესვენებისთვის დინამოელებმა 3 ქულით შეამცირეს ჩამორჩენა და მესამე პერიოდიდან გარდატეხა მოახდინეს. ათწუთეული დინამოელებმა 25:16 მოიგეს და დასკვნითი პერიოდის წინ დაწინაურდნენ. სწორი ტაქტიკისა და შემართების ხარჯზე ხოშტარიას გუნდმა თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო დემაგოი ბუბალო – 22 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი, 3 დაფარება. 20 ქულა რეჯერ დოუელის, 17 – ჯორდან სვოპშირის ანგარიშზეა. “ქუთაისში” 23 ქულითა და 12 პასით საუკეთესო იყო ჯონათან ლი, აკაკი დვალიშვილის ანგარიშზე კი 18 ქულა დაგროვდა.

სერია 3 მოგებამდეა, შემდეგი 2 მატჩი კი 17 და 18 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით