"მგზავრებმა" "დინამოს" სძლია და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა

AutoSharing Option
სუპერლიგის 2018-19 წლების სეზონის ბრონჯაოსპრიზიორი საკალათბურთო კლუბი “მგზავრები” გახდა. ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შარშანდელი შედეგი გაიმეორა: წინა სეზონის “ბრინჯაოს” მატჩში “მგზავრებმა” “რუსთავი” დაამარცხა, წლეულს კი ბერიშვილის გუნდმა მოქმედ ჩემპიონ “დინამოს” აჯობა და კვლავ საპრიზო ადგილზე გავიდა.

მესამე ადგილისთვის მატჩი ოლიმპიურ სასახლეში გაიმართა და ის დინამოელთა აშკარა უპირატესობით დაიწყო. მერაბ ბოქოლიშვილის, დემაგოი ბუბალოსა და მიხეილ ჭოჭუას ქულებით ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილი გუნდი 10:0 დაწინაურდა, თუმცა “მგზავრებმა” თამაში მალევე გადააწყო, დაცვა გაამაგრა და კონტრშეტევებზე გადავიდა. სწრაფ თამაშში “მგზავრებს” სუპერლიგაში თითქმის ვერავინ სჯობს –
ბერიშვილის გუნდს თუ წაუვიდა, სწრაფი გარღვევებით მყისიერ შედეგ აღწევს და ასე იყო ამჯერადაც. ანგარიში 15:15-ზე გათანაბრდა, ხოლო პირველი პერიოდი 17:17 დასრულდა.

მეორე ათწუთეულიდან თანაბარი თამაში გაჩაღდა, თუმცა პერიოდის დასკვნით 2 წუთში “მგზავრებმა” ხელჩასაჭიდი ლიდერობა მოიპოვეს. ადრიან ბოუის, კახა ჯინჭარაძისა და სოსო გოგნაძის შედეგიანობით ანგარიშში სხვაობამ 10 ქულას მიაღწია, ხოლო დიდ შესვენებამდე ორიოდ წამით ადრე გიორგი ქავთარაძემ შედეგიანი გარღვევა ზუსტი ბონუს-საჯარიმოთი დააგვირგვინა და “მგზავრებმა” ტაიმი 43:30 მოიგეს.

შესვენების შემდეგ თამაშის სცენარი არ შეცვლილა. “დინამომ” ვერ მოუნახა “მგზავრების” დაცვას გასაღები და დარჩენილი დრო ისე გაილია, ვითარება არ დაძაბულა. ბუბა ბერიშვილის გუნდი დამაჯერებლად, ზედმეტი გართულებების გარეშე მივიდა გამარჯვებამდე და სუპერლიგის მესამე ადგილის მფლობელი გახდა.

გამარჯვებულებს 21 ქულითა და 8 პასით ადრიან ბოუიმ ულიდერა. 12 ქულა და 13 მოხსნა დააგროვა სოსო გოგნაძემ, რომელმაც სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ითამაშა. 11 ქულა - რევაზ ჩაჩანიძემ, ხოლო 10 კახა ჯინჭარაძემ მოაგროვა. “დინამოში” 18 ქულითა და 10 მოხსნით დემაგოი ბუბალო გამოირჩა, 17 ქულა მიხეილ ჭოჭუას ანგარიშზეა.

მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოებაზე “მგზავრების” მოთამაშეებსა და მწვრთნელებს ბრინჯაოს მედლები და შესაბამისი სიგელი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწემ, ზაზა ღონღაძემ გადასცა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0