"დელტამ" "ქუთაისი" დაამარცხა და ფინალური სერია მე-5, გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა

AutoSharing Option
სუპერლიგის ფინალური სერია მე-5 გადამწყვეტ მატჩამდე მივიდა. საჩემპიონო, სუპერფინალურ მატჩს, ბოლო წლების მსგავსად, ისევ ქუთაისი უმასპინძლებს. 30 მაისს, მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სახელობის სპორტის სასახლეში გამართული მატჩის გამარჯვებული საქართველოს ჩემპიონი გახდება.

გადამწყვეტ მატჩში სუპერლიგის შარშანდელი ვერცხლისპრიზიორი “დელტას” დაუპირისპირდება. დღეს ოლიმპიურ სასახლეში გამართულ მატჩში ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა დელტელებმა იმერულ კლუბს შანსი არ დაუტოვეს და 86:75 დაამარცხეს. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ქუთაისელები მეტოქეს კუდში მისდევდნენ და შანსს ინარჩუნებდნენ, თუმცა ბოლო წუთებზე მასპინძელთა შედეგიანი თამაშის წყალობით მატჩის ბედი გაირკვა. “დელტას” ლიდერობამ 10 ქულას
გადააჭარბა, რისი გაბათილებაც წუთ-ნახევარში არარეალური იყო და ქუთაისელთა შემადგენლობაშიც მოედანზე ახალგაზრდა, სათადარიგო მოთამაშეები გამოჩნდნენ.

“დელტამ” ძალიან კარგად, შეკრულად და გუნდურად ითამაშა. მასპინძლებმა დასაწყისშივე რომ მოიპოვეს უპირატესობა, ქუთაისელები წინ არ გაუშვიათ. ყველა კალათბურთელმა მაქსიმუმი გაიღო და “დელტამაც” დამსახურებულად გაიმარჯვა. თბილისურ გუნდში 24 ქულით, 12 მოხსნითა და 5 პასით საუკეთესო იყო ბექა ბექაური. 14 ქულა მიითვალა ოთარ ფხაჯაძემ, საბა ლობჯანიძის ანგარიშზე კი 12 ქულა დაგროვდა. “ქუთაისში” 22 ქულით აკაკი დვალიშვილი გამოირჩა, ხოლო ჯობათან ლიმ 13 ქულა, 9 პასი და 6 მოხსნა დააგროვა.

მატჩის შესვენებაზე გაიმართა სუპერლიგის საუკეთესო ახალგაზრდად აღიარებული გიორგი კორსანტიასა და იუბილარი ვეტერანი კალათბურთელის, ვალერი ლომაძის დაჯილდოება. კორსანტიას გადაეცა ტრაგიკულად დაღუპული კალათბურთელის, ზვიად მიქაძის სახელობის თასი, რომელიც მას კალათბურთელის შვილებმა გადასცეს. კორსანტიას ერგო ასევე ტრადიციული, გელა დარსაძის თასი, რომელიც სეზონის საუკეთესო ახალგაზრდას ცნობილი კალათბურთელის მეუღლემ გადასცა.

ვეტერან კალათბურთელთა დახმარების ფონდის ხელმძღვანელი, რაინდის წოდების მფლობელი ვალერი ლომაძე, რომელიც 80 წლის გახდა, ეროვნული ნაკრების მაისურითა და სპეციალური სიგელით საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ვაა დღეს სურიკობაა!!! :))))))))))))))))))
Togo
12:04 30-05-2019
0

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0