კალათბურთი

სუპერლიგა

"დელტამ" სტუმრად "ქუთაისი" დაამარცხა და პირველად გახდა ჩემპიონი

AutoSharing Option
"დელტა" სუპერლიგის 2018/19 წლების სეზონის გამარჯვებული გახდა.

"დელტამ" ფინალურ სერიაში 3:2 დაამარცხა "ქუთაისი 2010" და არსებობის ისტორიაში პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა.

გადამწყვეტ მატჩში "დელტამ" 82:78 იმარჯვა.

"დელტამ" საქართველოს ჩემპიონატში მეორე სეზონი ჩაატარა. შარშან ადგილის შენარჩუნება მოახერხა, წელს კი ოქროს მედლები მოიპოვა.

სუპერლიგის 2018/19 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშე ადრიან ბოუი (მგზავრები) გახდა. სუპერლიგის MVP ჟურნალისტების, მწვრთნელებისა და თამაშების კომისრების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა.