არადა, პირველ ნახევარში რუსთაველებს გვარიანად გაუჭირდათ. სანამ თამაშს დაალაგებდნენ, ქვემოქართლელები 11 ქულით აგებდნენ. მგზვრების მოთამაშეები სწრაფად და რაც მთავარია, ზუსტად
ბურთის გათამაშება ოთო ფხაკაძემ ითავა, რომელიც კარგად პოულობდა პერიმეტრზე თანაგუნდელებს, რომლებსაც მიზანი იშვიათად ღალატობდათ და სტუმრებმა გარდამტეხი მესამე პერიოდი ჩაატარეს. ნიკოლა ტადიჩის, აკაკი ლომოურის და ზურა ვაშაკიძის სამქულიანებით, რასაც ილია ლონდარიძის შედეგიანი გარღვევა-სროლებიც ერთვოდა, ქვეოქართლელებმა 29:11 მოიგეს მე-3 ათწუთეული და ბოლო პერიოდის წინ 8 ქულით – 68:60 გალიდერდნენ.
“მგზავრების” მოთამაშეებმა იბრძოლეს, ჩამორჩენა რამდენჯერმე 3-4 ქულამდე შეამცირეს, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლეს. რუსთაველებმა დამაჯერებლად მიიყვანეს საქმე გამარჯვებამდე. ქვემოქართლურ გუნდში 18 ქულით ბომბარდირი ილია ლონდარიძე გახდა, ყველაზე სარგებლიანი კი საბა ლობჯანიძე იყო, რომელმაც 12 ქულა, 4 ჩაჭრა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. 13 ქულით დაასრულა შეხვედრა ნიკოლა ტადიჩმა, ოთო ფხაკაძის ანგარიშზე კი 11 ქულა და 4 პასი დაგროვდა. “მგზავრებში” 16 ქულა მიითვალა გიორგი ქავთარაძემ, 14 – დარელ ქომბსიმ, სოსო გოგნაძის ანგარიშზე კი 10 ქულა და 17 მოხსნა დაგროვდა.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით