გიორგი ცინცაძე კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გამოცდილი კალათბურთელი გიორგი ცინცაძე, რომელიც ბოლოს ყატარის "ალ შამალის" ღირსებას იცავდა, კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს, - იტყობინება თბილისური კლუბი "ფეისბუქის" გვერდით:

"თბილისის "დინამომ" საქართველოს ნაკრების წევრი, დამოუკიდებელი ქართული კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო პირველი ნომერი - გიორგი ცინცაძე დაიმატა!

გიორგი თბილისშია, სანაკრებოდ ემზადება. ცინცაძე ტრავმირებული იყო და სარეაბილიტაციო კურსს ამთავრებს. შემდეგ კიდევ ერთხელ გაივლის სამედიცინო შემოწმებას და ნაკრების განკარგულებაში გადავა.

ცინცაძე: "დღეს "დინამოში" ვარ. როგორც კი სანაკრებო პაუზა დასრულდება, გუნდთან ერთად დავიწყებ სუპერლიგისთვის მზადებას, სუპერლიგაში თამაშს. ეს "დინამო" საინტერესო გუნდია.
როგორც იცით, მქონდა ტრავმა და ამ ეტაპზე ბოლომდე მზად არ ვარ. ჩემი სურვილია, "დინამოს" მაქსიმალურად ჯანმრთელი დავეხმარო".

ცინცაძესთან ერთად "დინამო" შეიცვლება. ავტომატურად შეიცვლება. "ბუს" მოაქვს გამოცდილება, შარმი და მოგების დიდი სურვილი. ბიჭებს ეს მაგრად დაეხმარება. ცინცაძე იწყებს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა იყო, მიტინგია?!
ბმბ
14 თებერვალი 2020 11:08
0
სავსებით ვეთანხმები "ქომაგის"სულისკვეთებას.გიო ცინცაძე და მისი თაობა ყოველთვის თავდაუზოგავად იცავდა საქართველოს ღირსებას და ღირსია,ჩვენგან პატივისცემისა.ძალიან ცუდად მახსენდება ევროპის ჩემპიონატზე ქართველი "ვაიგულშემატკივრების "აგრესია,როცა ცინცაძემ ფეხი იღრძო და კოჭნაღრძობმა ისე ვეღარ ითამაშა,როგორც იმედი გვქონდა.ვისაც გამოუცდია როგორი ტკივილი იცის ნაღრძობმა,მათ ახსნა არ დასჭირდებათ,ხოლო ვისაც არ გამოუცდია,მათ ვეტყვი,რომ ღრძობის შემდეგ 1 კვირა უძრავად უნდა იყოს სახსარი,რომ შეშუპება დაცხრეს და უკვე შემდეგ,ნელ ნელა შეაპარო დატვირთვები.გიომ კი ითამაშა,ყველაფრის მიუხედავად ითამაშა,ალბათ ტკივილ გამაყუჩებლებით,მაგრამ მაინც საშინელი ტკივილებით და ჯანმრთელობისათვის დიდი რისკით.ისე ვერ ითამაშა,როგორიც ახსოვდათ და ზოგიერთმა კინაღამ ჯვარზე გააკრა.არადა რომ არ ეთამაშა,ვერავინ ეტყოდა,რატომო.დარწმუნებული ვარ გუნდის ექიმებიც ეტყოდნენ არ ეთამაშა,მაგრამ სხვა ძლიერ გამთამაშებელი,ნაკრებს არ ჰყავდა და მანაც თავი გადასდო.კაცმა რომ თქვას,ეს სპორტული გმირობა იყო.სხვა დროსაც მახსოვს მსგავსი შემთხვევები,სხვა სპორტსმენებისაგან ჩადენილი,როცა "გულშემატკივრებმა"არ დააფასეს სპორტსმენის თავდადება,მაგრამ ეს ამ ბიჭების პრობლემა აღარ არის,ისინი თავის თავთან და სამშობლოსთან,მართლები არიან.ეს ჩვენი პრობლემაა,როცა დაუნახაობით,უმადურობით,სხვასაც აფიქრებ ღირს თუ არა ბოლომდე თავის გადადება.შემდეგ ნუღარ უსაყვედურებ,რატომ არ მოკვდი მოედანზეო.ამას წინათ ჩემმა ნაცნობმა,ერთმა სამი ომის ვეტერანმა დაიჩივლა,ვინც ომში დაიღუპა,მათ ოჯახებს 1000 ლარს უხდიან,მე კი,22 ლარსო. მერჩია იქ მოვმკვდარიყავი,ჩემს ოჯახს იქიდან უფრო გამოვადგებოდი,ახლა რისი მაქნისი ვარო.ქვეყნის უსულგულობა,ჩვენი უსულგულობიდან მოდის,რადგან სახელმწიფო,ჩვენგან შედგება და როგორებიც ვიქნებით ჩვენ,ისეთივე იქნება სახელმწიფოც.მოგწონთ ჩვენი ქვეყანა?-მეეჭვება და იქნებ დავფიქრდეთ,რომ ეს,ჩვენი,თითოეულის ბრალიცაა.გიორგი ცინცაძეს კი ტრავმის მორჩენას,ძალიან კარგი ფორმის აკრეფას,მაყურებლისაგან ღირსეულად დაფასებას და კიდევ დიდი ხნით და წარმატებულ კარიერას ვუსურვებ
სოსო
14 თებერვალი 2020 10:23
2
არასოდეს არაა დასავიწყარი ,,ბუს" ნაკრებისათვის თავდადება!
მახსოვს ისრაელში, ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმის გამო 6 თვე გაუცდა, რის გამოც გუნდმა კონტრაქტი გაუწყვიტა და უგუნდოდ დარჩა, რომ მომჯობინდა გუნდი მონახა (მგონი რუმინეთში) 2 თუ 3 თამაში ითამაშა და ნაკრებში შესარჩევზე ჩამოვიდა და ნაკრების თამაშში თბილისში კიდევ უმძიმესი ტრავმა მიიღო. ტრავმით გამოწვეულ ტკივილზე უფრო მძიმე იმ დროს ალბათ გიოს ფსიქოლოგიური მდგომარეობა უფრო იქნებოდა. იმ თამაშზე მე-14 სექტორში მეორე იარუსზე ვიჯექი და გიოს ტრავმა თითქის მეც მეტკინაო, ისე გულდადაწყვეტილი ვიყავი რომ თამაშის ინტერესი გამიუფერულდა...ამ ტრავმას ისევ კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა მოყვა.
ბევრი ალბათ სულით დაეცემოდა, მაგრამ ყოჩაღ გიოს ფეხზე წამოდგომა და კარიერის გაგრძელება რომ მოახერხა!
ამიტომაც ვაფასებ რომ ყოველთვის ნაკრების ინტერესებს საკუთარზე წინ აყენებდა, მიუხედავად იმისა რომ ამით ზოგჯერ საკუთარ საკლუბო კარიერას ზიანს აყენებდა.
მადლობა გიო და წარმატებებს გისურვებ.
შენი თავდადების დაფასებისა და პატივისცემის ნიშნად აუცილებლად დავესწრები საქ. ჩემპიონატზე შენს თამაშებს და მხარდაჭერას ამით გამოვხატავ!
ქომაგი
14 თებერვალი 2020 09:30
1

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0