ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში

AutoSharing Option
დღეს გამართული სუპერლიგის მეორე მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა, რომლის ბედიც დამატებით დროში გაირკვა. ჩემპიონატის აუტსაიდერი, ერთადერთი გამარჯვების მქონე “მგზავრები” ერთ-ერთ მოწინავე “ცხუმ-აფხაზეთს” შეხვდა და ოვერტაიმის ბოლო წამზე წააგო – 83:85 (სტატისტიკა).

ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გაწვრთნილმა ცხუმელებმა, რომ იტყვიან, ბეწვის ხიდზე გაიარეს. “მგზავრები” მესამე პერიოდში 15 ქულით – 60:45 იგებდა. ბუბა ბერიშვილის გუნდს თამაში მისდიოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკელი ლეგიონერების გარჯა, რომელთა შედეგიანობითაც აუტსაიდერ გუნდს სამი პერიოდი სერიოზული პრობლემები არ შექმნია.

ვითარება ბოლო პერიოდში დაიძაბა, რაც “ცხუმ-აფხაზეთის” ახალგაზრდა მოთამაშეების – ალექსანდრე ფევაძისა და
ნიკა ჩეჩელაშვილის დამსახურებაა. მათ მხარს კარგად უბამდნენ გამოცდილი ცენტრი გიორგი შარაბიძე და ლეგიონერი ტაილერ გრინი, ხოლო დაცვაში ტრადიციულად საიმედოდ ირჯებოდა ზუკა მაჩალაძე. შედეგად, “ცხუმ-აფხაზეთმა” ანგარიშიც გაათანაბრა და ძირითადი დროის დასრულებამდე 4 წუთით ადრე 6 ქულით – 70:64 დაწინაურდა.

თამაში გადასარჩენი “მგზავრებს” გაუხდა და ჯეიდონ კოჰის, ტროი სტიუარტისა და სოსო გოგნაძის შედეგიანობით ძირითადი დროის ამოწურვამდე ბერიშვილის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. ფრე იყო ოვერტაიმის ბოლო წამებზეც – 83:83. დასრულებამდე 1.7 წამით ადრე ფარქვეშიდან ბურთი ცხუმელებმა შემოიტანეს და ალექსანდრე ფევაძემ, რომელმაც 23 მოხსნით სეზონის რეკორდი დაამყარა, საფინალო სირენის თანხლებით გამარჯვების ბურთი ჩააგდო.

19 ქულით, 23 მოხსნითა და 3 პასით ფევაძე მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. 22 ქულა დააგროვა ჩეჩელაშვილმა, ხოლო 13 – გრინმა. “მგზავრებში” 24 ქულა ჰქონდა სტიუარტს, 23 – კოჰს, ახალწვეულმა ჯეიდენ ფრედერიკმა კი 17 ქულა, 10 მოხსნა და 4 ჩაჭრა დააგროვა.

სუპერლიგის მომდევნო მატჩები 26 დეკემბერს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება: თსუ-"დინამო", "ოლიმპი"-"მგზავრები".

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 3 /
შევდომაა-მხარს უბავდნენ, სწორია უბამდნენ!!!
2
მაგას სასწრაფოდ უნდა მიხედონ, ბევრი და კარგად აჭამონ და იქნებ კარგ გუნდშიც მოხვდეს ევროპამდე.
ddgfdf
01:43 24-12-2020
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0