გარდა იმისა, რომ სერიაში ჩამორჩა, "ასტრალს" ერთ-ერთი ლიდერი დაუშავდა. ევან მილიგანმა პირველი ნახევრის ბოლოს ფეხი გადაიბრუნა და მოედნიდან გასული თამაშში აღარ ჩართულა. ჯერ უცნობია, ითამაშებს თუ არა
როცა მილიგანი მოედანზე იყო, "ასტრალს" იმდენად არ უჭირდა. მართალია, კავკასიელებმა შეხვედრა 9:0 გაქცევით დაიწყეს, თუმცა 5 წუთში "ასტრალი" გალიდერდა – 15:14. სავარაუდო იყო, რომ შეხვედრა ქულა-ქულაში გაგრძელდებოდა, თუმცა კავკასიელებმა მალევე მოიპოვეს უპირატესობა და პირველი პერიოდი 20:15 მოიგეს. მეორე ათწუთეულში ვითარება არ შეცვლილა. კავკასიელთა ლეგიონერებმა – მაიკ ბალოგანმა და ჯორდან გრანტმა, ფრთები გაშალეს და დიდი შესვენებისთვის 20-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა.
"ასტრალის" მდგომარეობა თითქმის უიმედო შეიქნა, როცა მოედანი ტრავმის გამო მილიგანმა დატოვა, თუმცა ლიდერის ფუნქციები ევან ჰინსონმა აიღო. მას სათადარიგოებიც შეეშველნენ და ბრძოლის ხარჯზე ვატო თევზაძის გაწვრთნილმა გუნდმა ჩამორჩენა 4 ქულამდე შეამცირა – 64:68. ეს იყო მაქსიმუმი, რასაც "ასტრალმა" მიაღწია. დარჩენილ დროში კავკასიელებმა საბოლოოდ მოუთავეს ხელი მეტოქეს.
"კავკასიაში" ყველაზე შედეგიანი მარკიზ მეიფილდი გახლდათ, რომელმაც 18 ქულა, 12 მოხსნა, 4 ჩაჭრა და 3 პასი ისე მიითვალა, ბურთი არ დაუკარგავს. 22 ქულა ჯორდან გრანტის ანგარიშზე დაგროვდა, 14 ქულით მაიკ ბალოგანი გამოირჩა. "ასტრალში" 18 ქულით ბომბარდირი გახდა ევან ჰინსონი, 11 ქულა მამუკა ბაზუაშვილმა, ხოლო 10-10 ვასილ კუტალაძემ და ევან მილიგანმა მიითვალეს.
სერიის მე-4 შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში 20 აპრილს, 19:30 საათზე გაიმართება.
GBF