"კაკტუსმა” სუპერლიგის საკვალიფიკაციო სერია გამარჯვებით გახსნა

AutoSharing Option
მომავალი, 2022-23 წლების საკალათბურთო სუპერლიგაში ერთი ადგილია ვაკანტური, რომლისთვისაც რეგულარულ ჩემპიონატში ბოლოსწინა, მე-10 ადგილზე გასული "კაკტუსი" და "ა" ლიგის ფინალში დამარცხებული "ასტრალი" იბრძვიან. საგზურს ის გუნდი მიიღებს, რომელიც საკვალიფიკაციო სერიაში იმარჯვებს. სერია დღეს დაიწყო და ის ერთ-ერთი გუნდის 3 მოგებამდე გაგრძელდება.

სერიის პირველი შეხვედრა "კაკტუსმა" მოიგო და სუპერლიგაში დასარჩენად პირველი ნაბიჯი გადადგა. ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა კაკტუსელებმა საქმე რომ გადათამაშებამდე მიიყვანეს, ალბათ ამას უფრო დარდობენ, ვიდრე საკუთრივ "ასტრალთან" დაპირისპირებაზე ნერვიულობენ. მართალია, ვატო თევზაძის მიერ გაწვრთნილმა გუნდმა სუპერლიგის გუნდს დიდი წინააღმდეგობა გაუწია,
თუმცა საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკას დაემორჩილა – "კაკტუსმა", რომელიც პირველი ნახევრის შემდეგ 3 ქულით ჩამორჩებოდა, შეხვედრა 21 ქულით – 95:74 (სტატისტიკა) მოიგო.

გამარჯვებულთა შორის 26 ქულით და 8 მოხსნით საუკეთესო იყო დენზელ ლივინგსტონი. 21 ქულა და 9 მოხსნა დერიკ ნიუტონმა მიითვალა, ლუკა ზაქრაძის ანგარიშზე კი 14 ქულა დაგროვდა. "ასტრალში" 24 ქულითა და 10 მოხსნით ევან ჰინსონი გამოირჩა. 21 ქულა ბექა ჩიკვილაძის, ხოლო 12 ქულა და 11 მოხსნა ევან მილიგანის ანგარიშზეა.

სერიის მეორე შეხვედრა ოლიმპიურ სასახლეში დღეს, 27 აპრილს, 18:00 საათზე გაიმართება. 

gbf

altსუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა – 8 გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდა

altსაკალათბურთო სუპერლიგის ახალი წევრი ცნობილია


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
სუპერლიგა
#
გუნდი
1
კაკტუსი
1
1
0
16
2
2
დინამო
1
1
0
10
2
3
ვერა
1
1
0
8
2
4
თსუ
1
1
0
2
2
5
ბათუმი
1
0
1
-2
1
6
ქუთაისი
1
0
1
-8
1
7
ოლიმპი
1
0
1
-10
1
8
მგზავრები
1
0
1
-16
1
9
რუსთავი
0
0
0
0
0
10
აფხაზეთი
0
0
0
0
0
11
ტიტები
0
0
0
0
0