კალათბურთი

სუპერლიგა

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და გენერალური მდივნის მოადგილე სუპერლიგის გუნდებს შეხვდნენ!

AutoSharing Option
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე, გენერალური მდივანი დავით საყვარელიძე, გენერალური მდივნის მოადგილე ლაშა გამყრელიძე, პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი მარხვაშვილი და საშეჯიბრო დეპარტამენტის თანამშრომლები სუპერლიგის გუნდების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს სუპერლიგის ახალ დებულებაში შეტანილი ცვლილებები, მიმდინარე და მომავალ სეზონთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.

გამგეობის წევრების განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება და ისინი კლუბებში არსებულ პრობლემებსა და მათ ინიციატივებზე იქნება ორენტირებული.

GBF