"დელტამ" "რუსთავს" სძლია და მეოთხედფინალში გავიდა

AutoSharing Option
საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალის მეორე მონაწილე თბილისის “დელტაა”. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა მერვედფინალური სერიის მეორე მატჩიც მოუგო “რუსთავს” და “ოლიმპის” შემდეგ თასის გათამაშების მეორე მეოთხედფინალისტი გახდა.

დელტელებმა “რუსთავი” 24 იანვარს თბილისში, ოვერტაიმიან, დაძაბულ ბრძოლაში – 73:69 დაამარცხეს, ხოლო დღეს, რუსთავის “ქიმიკოსთა” დარბაზში მეტი დამაჯერებლობით იმარჯვეს. თბილისურმა გუნდმა 81:69 მოიგო, რაშიც ლომის წილი მალკოლმ დრამრაითს ეკუთვნის. ამერიკელმა ლეგიონერმა 20 ქულა მიითვალა. შეუჩერებელი იყო ბექა ბექაური, რომელიც ერთნაირი წარმატებით უტევდა როგორც ფარქვეშიდან, ისე პერიომეტრიდან. ბექაურმა 3 სამქულიანი მიითვალა და სამწამიანიდანაც უხვად ქულები
იხვეჭა. მის ანგარიშზე საბოლოოდ 18 ქულა და 7 მოხსნა დაგროვდა.

“დელტამ” თასის გათამაშების მერვედფინალური სერია 2:0 მოიგო და მეოთხედფინალში მეტოქეს ელოდება. დელტელებს “ბათუმსა” და “მეგა ბასკეტს” შორის გამარჯვებული შეხვდება. ამ გუნდების დაპირისპირებაში 1:0 ზღვისპირელები იგებენ. სერიის მეორე მატჩი 30 იანვარს ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული