თასის გათამაშების ნახევარფინალისტების სრული ვინაობა გაირკვა.
საუკეთესო ოთხეულში წინა თვეში გასულ "ქუთაისს" და "დელტას" დღეს "მგზავრები" და "ტიტები" შეუერთდნენ. ოლიმპიურ სასახლეში გამართული მეოთხედფინალური სერიების გადამწყვეტ მატჩებში ამ გუნდებმა, შესაბამისად, "თსუ-ჰიუნდაი" და "ოლიმპი" დაამარცხეს.
დღევანდელი 2 მატჩიდან ერთი შედარებით დაძაბული გამოდგა, მეორეში კი ბრძოლა არ შედგა. "მგზავრებმა" საბოლოოდ დამაჯერებლად, თუმცა ბრძოლაში დაამარცხა "თსუ-ჰიუნდაი", ხოლო "ტიტებმა" "ოლიმპს" ისე მოუგო, მინიმალური შანსიც არ მიუცია.
თანაბრად დაწყებული "თსუ-ჰიუნდაი"-"მგზავრების" მატჩის მეორე მეოთხედში ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ხელჩასაჭიდი უპირატესობა მოიპოვა - 49:36. "მგზავრებმა" ეს ლიდერობა ვერ
გადამწყვეტ პერიოდში "მგზავრებმა" მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს, ადრიან ბოუის ლიდერობით, გასამარჯვებლად საკმარისი უპირატესობა მოიპოვეს და დასახულ მიზნამდეც იოლად მივიდნენ - 94:82.
გამარჯვებულთაგან გამოსარჩევია ადრიან ბოუი, რომელიც ზედიზედ მეორე მატჩია, სამმაგ დუბლს ასრულებს - 22 ქულა, 12 მოხსნა, 12 პასი. 25 ქულა მოაგროვა ჯეიკობ არმსტრონგმა, ხოლო 18 ქულა პრინს უილიამსის ანგარიშზე დაგროვდა. "თსუ-ჰიუნდაიში" 22 ქულით საუკეთესო იყო რატკო პეტრიჩი, ალექსანდრე ფევაძის ანგარიშზე კი 12 ქულა და 9 მოხსნა დაგროვდა.
მეორე მეოთხედფინალურ მატჩში "ტიტებმა" "ოლიმპს" პირველი პერიოდი 32:14 მოუგო, ხოლო ამ სოლიდურ უპირატესობას დიდი შესვენებისთვის კიდევ 4 ქულა წაამატა. ლაშა გამყრელიძის გაწვრთნილი გუნდი ამ ლიდერობას არ დასჯერდა და მესამე პერიოდში მეტოქე 38 ქულით ჩამოიტოვა. "ტიტების" მოთამაშეებს ყველაფერი გამოსდიოდათ - ილია ლონდარიძე და გიორგი შარაბიძე ფარქვეშიდან, ლიუკ მეიერი, კაჰიმ რენსომი, ბესო ლეჟავა და ჟოელ ალმეიდა - პერიმეტრიდან "ოლიმპის" კალათს წარმატებით ლაშქრავდნენ. მიზანი უჭრიდათ შეცვლაზე შემოსულ მოთამაშეებსაც - გუჯა ბირკაიას, თემურ ბაბუნაშვილს და სხვებს, რამაც ის გამოიწვია, რომ "ტიტების" უპირატესობამ ბოლო პერიოდში 40 ქულას გადააჭარბა.
საბოლოოდ "ტიტებმა" 33-ქულიანი სხვაობით - 106:73 გაიმარჯვა და თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდა.
გამყრელიძის გაწვრთნილ გუნდს 16 ქულით ლიუკ მეიერმა ულიდერა. 14 ქულა რენსომმა, 13 - ალმეიდამ, ხოლო 12 ლონდარიძემ მიითვალეს. "ოლიმპში" 18 ქულით და 9 მოხსნით საუკეთესო იყო მარკ ოგდენი.
თასის ნახევარფინალში გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: "ქუთაისი"-"ტიტები", "მგზავრები"-"დელტა". სერიის პირველი მატჩები - 16, ხოლო მეორე 24 აპრილს გაიმართება.
მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით