ევროპა დამსახურებული დომინანტია

AutoSharing Option
ახლო წარსულში სახელგანთქმულმა პარაგვაელმა გოლკიპერმა ხოსე ლუის ჩილავერტმა მსოფლიოს ჩემპიონატზე საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების გამოსვლა შეაფასა და მოახლოებულ ევროპულ ფინალზეც გააკეთა კომენტარი.


"პარაგვაიმ საკუთარი დონე ყველას უჩვენა, მაგრამ ურუგვაისგან განსხვავებით, ხმაურიან წარმატებას მაინც ვერ მიაღწია. ნახევარდფინალში ურუგვაის ნაკრებს ვგულშემატკივრობდი. ჰოლანდიამ დამსახურებულად მოიგო, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ერთუ გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა.

სამართლიანია, რომ მსოფლიოს თასი ევროპაში გაემგზავრება. სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, რომ ოთხი წლის შემდეგ, ბრაზილიაში, სულ სხვაგვარი ამბები დატრიალდება. იქ მთავარ როლს უკვე სამხრეთამერიკული გუნდები ითამაშებენ", - აცხადებს ჩილავერტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული