ორად გაყოფილი გული

AutoSharing Option
რომარიომ მუნდიალის მოახლოებულ ფინალზე ისაუბრა და ბრაზილიაში გასამართ შემდეგ ჩემპიონატსაც შეეხო.

"ფინალის ჩემი გული ორადაა გაყოფილი, მე ხომ ჰოლანდიასთანაც და ესპანეთთანაც ბევრი რამ მაკავშირებს – მითამაშია პსვ-ში, "ბარსელონასა" და "ვალენსიაში". გულშემატკივრებს უნდა უხაროდეთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში სწორედ ეს ორი გუნდი გავიდა.


გამარჯვებულის გამოცნობა ძალიან ძნელია, ფაქტობრივად, წარმოუდგენელი. ერთმანეთის პირისპირ ხომ ორი ტექნიკურად საუკეთესოდ მომზადებული ნაკრები წარსდგება.

ბრაზილიელებმა კი მსოფლიოს ჩემპიონობაზე ოცნება ოთხი წლით გადავდეთ. 2014 წელს მუნდიალი ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება და ჩემპიონობის გარდა, სხვა შედეგის ჩვენების უფლება არ გვაქვს. გვაქვს საკმარისი

დრო იმისთვის, რომ პრობლემები გადავჭრათ და მომავალ ჩემპიონატს ღირსეულად შევხვდეთ.

დარწმუნებული ვარ, ეს იქნება საუკეთესო ტურნირი ფეხბურთის ისტორიაში. გულშემატკივრები ფეხბურთის ნამდვილ ზეიმს იხილავენ. მომავალი მუნდიალი მთელი ბრაზილიისთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იქნება. 2014 წლამდე ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ ჩვენი ქვეყანა მთელ მსოფლიოს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი კუთხით დავანახოთ. ჩვენს ნამდვილ სახეს ყველას ვუჩვენებთ", - ამბობს მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონი და ბრაზილიური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფორვარდი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული