განის ნაკრების სერბ მთავარ მწვრთნელ მილოვან რაევაცს ჯერაც არ გაჰქრობია ლუის სუარესის მიერ კარის ხაზიდან ბურთის ხელით გამოტანით გამოწვეული ბრაზი. ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელს იგი თაღლითს უწოდებს.
"არ მესმის, რატომ უწოდებს ზოგი სუარესს გმირს. ხალხო, გონებას მოუხმეთ, იგი გმირი კი არა, ჩვეულებრივი თაღლითია! ეს ღმერთის კი არა, ეშმაკის ხელი იყო.
ფიფამ წესები უნდა შეცვალოს, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდეს. ასეთ დროს მსაჯი პენალტს კი არ უნდა ნიშნავდეს, პირდაპირ გოლს უნდა აფიქსირებდეს.
ვფიქრობ, შეგვეძლო ფინალში გასვლაც კი არც ის იყო გამორიცხული,
განის ნაკრები მსოფლიოს პირველი აფრიკელი ჩემპიონი გამხდარიყო, მაგრამ იმ საბედისწერო ეპიზოდმა ყველაფერი წყალში ჩაგვიყარა. წავაგეთ მატჩი, რომელიც უნდა მოგვეგო. ამან დიდი ტკივილი მოგვაყენა", - ამბობს რაევაცი.