მართალია, მიროსლავ კლოზემ მუნდიალის მესამე ადგილისთვის მატჩში მონაწილეობა და რონალდოს ბომბარდირული რეკორდის დამხობა ვერ შეძლო, მაგრამ ლეგენდარული ბრაზილიელი ფორვარდი გერმანელი კოლეგის ასპარეზობით მაინც აღფრთოვანებულია.
"კლოზეს ვულოცავ – მსოფლიოს ჩემპიონატებზე 14 გოლის გატანა არაჩვეულებრივი შედეგია. გული დამწყდა, რომ მან ურუგვაისთან ვერ ითამაშა. კლოზეს ჩემი რეკორდი რომ მოეხსნა, არც ეს მეწყინებოდა. მე ჩემი ისტორია უკვე დავწერე, ახლა სხვების ჯერია", - ამბობს რონალდო.