რაიმონ დომენეკი: ქარიმ ბენზემა მოედანზე უსარგებლოა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა რაიმონ დომენეკმა მადრიდის "რეალის" ფრანგი ფორვარდი ქარიმ ბენზემა გააკრიტიკა.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში, სადაც ფრანგებმა საქართველოს ნაკრები ანგარიშით 3:1 დაამარცხეს, ბენზემამ ფრანგი გულშემატკივრების მხრიდან სტვენა დაიმსახურა.

VideoSportall.Ge
22.03.13. საფრანგეთი - საქართველო 3:1


შეგახსენებთ, რომ ბენზემამ საჯაროდ განაცხადა, რომ საფრანგეთის ჰიმნს არ შეასრულებდა. ხოლო ეროვნულ გუნდში მას უკვე 929 წუთია არ გაუტანია.

ქარიმ ბენზემა: ჰიმნს საქართველოსთანაც არ ვიმღერებ!


"როგორც ადრე ვამბობდი, ბენზემა უსარგებლოა მოედანზე. რიბერი კვლავ არასტაბილურად ასპარეზობს ნაკრებში. ვალბუენა და მატიუდი ესპანეთთან
ითამაშებენ. ვფიქრობ, რიბერიც გავა მოედანზე",
- თქვა დომენეკმა.

თანაგუნდელი "მამლების" მეორე ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ დაიცვა.

"ქარიმი მონდომებული იყო და ბევრი საგოლე მომენტი შექმა. ყოველთვის ვცდილობდი მისთვის პასი მიმეცა. ამ დროისთვის ერთმანეთს მოედანზე კარგად ვუგებთ", - თქვა ჟირუმ.

საფრანგეთის ნაკრები მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში 26 მარტს ესპანეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული